“ნატო-ს წარმომადგენლობა შავ ზღვაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი”

Картинки по запросу gaxariaსაქართველო  ატლანტიკური საბჭოს ვიზიტს მასპინძლობს.  როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში მეხუთე სტუმრობა პირდაპირ მიუთითებს ნატო-ს მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველომ მიიღო დაპირება წევრი ქვეყნებისგან, რომ გახდებოდა ნატო-ს წევრი და ეს დაპირება ამოძრავებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი, რომელიც ხორციელდება ბათუმში, არის სიმბოლური, რამეთუ სულ ახლახანს ნატო-სა და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩნდა ახალი სივრცე, რომელიც ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას. ჩვენ ყველას გვესმის, რომ უსაფრთხო შავი ზღვა არის უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცის გარანტია. ყირიმის ანექსიის შემდგომ მოხდა რუსეთის გაძლიერება შავი ზღვის სივრცეში და რა თქმა უნდა, ნატო-ს წარმომადგენლობა შავ ზღვაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

წელს ნატო აღნიშნავს 70 წლისთავს და ეს კიდევ ერთხელ უნდა იყოს დადასტურებული ამ წლისთავის ფარგლებში ღია კარის პოლიტიკა. ღია კარის პოლიტიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა წლების განმავლობაში, რომ თავად არის უსაფრთხოების გარანტი ბევრ რეგიონში და რა თქმა უნდა, შესძენს იმედს ისეთ მცირე ერებს, როგორიც არის საქართველო. დღეს ჩვენ აქ გვყავს სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენელი, რომელმაც კარგი, შორი, მძიმე გზა გაიარა და სულ მალე გახდება ნატო-ს 30-ე წევრი. ეს არის კიდევ ერთი იმედი საქართველოსთვის, რომ მისი მიღწევების, როგორც დემოკრატიზაციის, ასევე სამხედრო თანამშრომლობის და თავსებადობის ხარისხის მნიშვნელოვანი ზრდის, შესაბამისი პოლიტიკური დაფასება და შეფასება მოხდება პროგნოზირებად მომავალში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

image_pdfimage_print

Comments

comments