„თბილისობის“ გამო ზოგიერთ უბანში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

Картинки по запросу ყვითელი ავტობუსები„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ზოგიერთ ქუჩაზე კი აიკრძალება. 

“ამ დროისთვის მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია, შესაბამისად, ავტომანქანები ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ კოტე აფხაზის ქუჩის გავლით. გარდა ამისა, მოძრაობა, ასევე, აკრძალულია ათონელის ქუჩაზე და ნაწილობრივ ევროპის მოედანზე. ამიტომ  მეტეხის აღმართიდან მომავალი ავტომანქანები მოძრაობას გააგრძელებენ ევროპის მოედნისკენ, ხოლო გვირაბიდან გამომავალი ტრანსპორტის ნაკადი 1 ზოლად შევა ევროპის მოედნის წრეზე და სვლას გააგრძელებს ღვინის აღმართისკენ ან უკან დაბრუნდება.

00:00 საათიდან გადაიკეტება ლეღვთახევის ქუჩა და ორბელიანის მოედანი. შესაბამისად, ავტომანქანები იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით. ასევე 00:00 საათიდან გადაიკეტება მტკვრის მარცხენა სანაპირო, რის გამოც ავტომანქანები წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ვეღარ იმოძრავებენ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით და სვლას გააგრძელებენ გვირაბის გავლით ისნის მიმართულებით. გადაიკეტება წყალტუბოს ქუჩაც და ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სამტრედიის ქუჩის გავლით.

5 ოქტომბრის 00:00 საათიდან 6 ოქტომბრის 00:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება ბარათაშვილის ხიდის ამსვლელ პანდუსზე, ასევე კოსტა ხეთაგუროვის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე. გვირაბიდან წამოსული ნაკადი იმოძრავებს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით, ასევე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს მხოლოდ გვირაბის მიმართულებით“, – აღნიშნულია  შსს–ს მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

„თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება.

image_pdfimage_print

Comments

comments