საქართველოში ავიაკომპანია Thai Air Asia X შემოდის


Картинки по запросу Thai Air Asia X28 დეკემბრიდან, ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია Thai Air Asia X იწყებს. „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ჩარტერული ფრენები სამი თვის განმავლობაში, კვირაში სამჯერ Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

დღეს ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა „ტავ ჯორჯისა“ და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან, პირველი სამუშაო შეხვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართეს. მხარებმა ფრენების დაწყებასთან დაკავშირებული პროცედურები განიხილეს. დღესვე ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა აეროპორტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და „ტავ ჯორჯიას“ სახმელეთო მომსახურების დეპარტამენტის სამუშაო პროცესს გაეცნენ.

Thai Air Asia X საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. დღეისათვის ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს 66 საერთაშორისო და 29 ადგილობრივი მიმართულებით ახორციელებს. Thai Air Asia X-ის ავიაპარკი 12 Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება.