“რაც უფრო სწრაფად აღდგება ფრენები, მით უკეთესი საქართველოსთვის, რუსეთისთვის”

Картинки по запросу ზალკალიანისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანის განცხადებით,  რაც უფრო სწრაფად აღდგება ფრენები, მით უკეთესი საქართველოსთვის, რუსეთისთვის და იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც არსებობს ხალხთა შორის.

 

„მე ვფიქრობ, რაც უფრო სწრაფად აღდგება მით უკეთესი საქართველოსთვის, რუსეთისთვის და იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც არსებობს ხალხთა შორის. მე ეს პოზიცია დავაფიქსირე ნიუ-იორკში შეხვედრის დროს და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ივნისის შემდეგ პერიოდში არც ერთი რუსი მოქალაქის მიმართ არ ყოფილა არანაირი არც ძალადობის, არც შეურაცხყოფის არანაირი ფაქტი.

ამიტომ ვფიქრობ, უნდა აღდგეს, რადგანაც ხალხთა შორის ურთიერთობა, განვითარება ჰუმანიტარული ურთიერთობების, ტურიზმის განვითარება ეს არის ორმხრივად ხელსაყრელი და ვფიქრობ, ეს არ უნდა იყოს ბარიერი ურთიერთობებში. სადაც ადვილად შეიძლება ამ ბარიერის მოხსნა, უნდა იყოს მოხსნილი“ – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

image_pdfimage_print

Comments

comments