დღეს სვეტიცხოვლობაა

Картинки по запросу სვეტიცხოვლობა14 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია უფლის კვართისა და სვეტიცხოვლის დღესასწაულს აღნიშნავს. დღეს ასევე მცხეთობა აღნიშნეს, ძველი დედაქალაქი  მთელი დღის მანძილზე მასპინძლობდა სტუმრებს.

ქუჩებში ტრადიციულად შემოდგომის ხილი და ჩურჩხელები, ასევე ხალხური რეწვის ნიმუშები გამოიფინა.

დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი  მცხეთაში იმყოფებოდა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო.

„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, სვეტიცხოვლობა. ეს არის ერთ-ერთი ნამდვილად და ჭეშმარიტად ქართული ქრისტიანული დღესასწაული. მინდა, მოგილოცოთ ყველას. ამავე დროს, ეს არის სრულიად ქრისტიანული დღესასწაული. ასეთი არსად არ არის და ჩვენ გვაქვს ეს დიდი მადლი, რომ აქ ვიყოთ დღეს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments