“ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა გავუფრთხილდეთ კულტურულ მემკვიდრეობას”

გიორგი გახარია ნიკოლ ფაშინიანისაქართველოს პრემიერ–მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

სომხეთის პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც სომხეთი მხარს უჭერს, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„შევთანხმდით, რომ ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც სომხეთი მხარს უჭერს, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამისთვის მადლობაც მოვახსენეთ. ის პოზიტიური ცვლილებები, რაც გვაქვს საერთაშორისო პლატფორმებზე ბოლო პერიოდში ერთმანეთის მხარდაჭერის კუთხით, უნდა გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ–მინისტრის თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრულ ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ეს მეგობრობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და ეფექტური გახდეს.

შეხვედრისას განიხილულ იქნა სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე ტრანსპორტის და ენერგომატარებლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა.

„რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილებაა ეკონომიკა. აქ ჩვენ კარგი შედეგები გვაქვს, ჩვენს შორის ვაჭრობა ვითარდება. ვისაუბრეთ ტრანსპორტის და ენერგომატარებლების ნაწილში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. განვიხილეთ კულტურული განზომილებაც და აღვნიშნეთ, რომ ჩვენი პოზიტიური ვალდებულებაა, გავუფრთხილდეთ კულტურულ მემკვიდრეობას, ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

image_pdfimage_print

Comments

comments