კობახიძე: “საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” 60%–ს აიღებს”

 ÐšÐ°Ñ€Ñ‚инки по запросу ირაკლი კობახიძეირაკლი კობახიძემ 2020 წლის არჩევნების შედეგების  პროგნოზი გაჟღერა. მას  ეჭვი არ ეპარება, რომ არჩევნებში გამარჯვებას „ქართული ოცნება“ მოიპოვებს, თუმცა კოალიცის შექმნის აუცილებლობის თეორიულ წინაპირობებზეც ისაუბრა. 

„ვფიქრობ, რეალური სურათი, რაც შეიქმნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არის: „ქართული ოცნება” – 60%; „ნაციონალური მოძრაობა” თავისი „ევროპული საქართველოთი” – 20 %; დანარჩენი ოპოზიცია – 20 %. „ქართული ოცნებისთვის” ეს მიღწევადი შედეგია.

რაც შეეხება 45%-ს, ეს მარტივი არითმეტიკა იყო და არის მარტივი არითმეტიკა. საუბარია მარტივ კალკულაციაზე, რომელიც გვაძლევს პროგნოზირების საშუალებას, თუ რა შემთხვევაში გახდება შესაძლებელი კოალიციის ფორმირება. ჩვენ ვიცით, როგორია სპექტრი და ჩვენი ვარაუდით, დიდად არ შეიცვლება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.

არსებული სპექტრის პირობებში, გამარჯვებულმა პარტიამ დაახლოებით 45 % მაინც უნდა აიღოს, რომ შედგეს კოალიცია. გამარჯვებულ პარტიას რაც შეეხება, არავის ეპარება ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებში იქნება გამარჯვებული პარტია, თუმცა 45 % არ არის ჩვენი მიზანი და ამოცანა“, – განაცხადა კობახიძემ.

 

image_pdfimage_print

Comments

comments