წელს უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ $1,25 მილიარდი შეადგინა

Картинки по запросу money2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების სახით $1.25 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც ლარებში $3.7 მილიარდს აღემატება. ფულადი გზავნილების ეს მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 8.5%-ით მეტია. 

სხვა წლებთან შედარებით, გზავნილების ეს მოცულობა რეკორდულია. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ცალკეული ქვეყნებიდან – გერმანიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან ნაკადები 10%-ზე მეტად გაიზარდა.

ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი კლება კი რუსეთის ფედერაციიდან ფიქსირდება, საიდანაც წლის 9 თვეში $309.3 მილიონი დოლარი შემოვიდა (თითქმის 1 მლრდ ლარი), ეს 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით ანუ $26.6 მილიონით ნაკლებია.

ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია; შესაბამისად, გზავნილების რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს.

1 რუსეთის ფედერაცია – $309.3 მილიონი, კლება წინა წელთან 8%
2 იტალია – $174.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 25%
3 საბერძნეთი – $141.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%
4 აშშ – $132.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%
5 ისრაელი – $120.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 6%
6 თურქეთი – $70.7 მილიონი, კლება წინა წელთან 15%
7 გერმანია – $35.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 18%
8 ესპანეთი – $29.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 42%
9 უკრაინა – $35.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%
10 პოლონეთი – $16.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 44%
11 საფრანგეთი – $23.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 98%
12 ყაზახეთი – $16.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 161%
13 ყირგიზეთი – $19.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 42%
14 აზერბაიჯანი – $16.0 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%
15 გაერთიანებული სამეფო – $12.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 5%
16 კვიპროსი – $10.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 34%
17 კანადა – $10.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%
18 სომხეთი – $8.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 31%
19 ერაყი – $6.7 მილიონი, კლება წინა წელთან 15%
20 ირლანდია – $6.5 მილიონი, კლება წინა წელთან 13%

bm.ge

image_pdfimage_print

Comments

comments