„სამარცხვინოა, რომ ქართველი ხალხი სოროსის ფულზე იყიდება“

Похожее изображениеდღეს ცნობილი მეცნიერის, დიდი პატრიოტის და საქართველოს გულშემატკივრის, აკადემიკოს გურამ შარაძის დაბადების დღეა.  მას 79 წელი შუსრულდებოდა.

გთავაზობთ გაზეთ “ახალ თაობაში” გამოქვეყნებულ  მის ერთეერთ ადრეულ ინტერვიუს , რომელიც დღეს მეტად ბევრის მთქმელია. სამწუხაროდ, იმ დროს მის სიტყვებს ქართველმა ხალხმა ყურადღება არ მიაქცია,  ეჩქარებოდა ევროპაში, ვარდებით ხელში….

– ბატონო გურამ, როგორ ხვდებით სოროსს, რომელიც მომავალ კვირაში თბილისში ჩამოდის?

– ჩემი ნება რომ იყოს, არ ჩამოვუშვებდი საქართველოში, ან თუ ჩამოვიდოდა, როგორც დახვდნენ უკრაინაში ლაყე კვერცხებით,  ისე დვხვდებოდი, ან ისე , როგორც საფრანგეთის სასამართლომ გამოაცხადა საერთაშორისო თაღლითად. ეს პოლიტიკური იარლიყი სოროსს საფრანგეთის სასამართლომ დიდი ხანია მიაკერა და არ უშვებენ.  ისე  დავხვდებოდი, როგორც დიდ ბრიტანეთში, სადაც ასევე არ უშვებენ, როგორც თაღლითს.  ასევე არ აქვს კარგად აწყობილი საქმე რუსეთსა და შუა აზიაში. საქართველო ყოველთვის იყო ასეთი სტუმრებისთვის ღია დერეფანი და ახლაც ჩამოდის. საფრანგეთი, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი  არიან ის ქვეყნები, რომლებიც მისაბაძი არ იყოს ჩემთვის.

– შეზღუდვის პირობებში  როგორ იმოქმედებთ?

– 1996 წელს პირველად გავილაშქრე სოროსის , როგორც ქართული ინტელექტუალური კაპიტალის გამყვლეფის წინააღმდეგ. , რომელიც გროშებად ყიდულობს ქართულ ინტელექტუალურ  კაპიტალს.  მაშინ დამესივნენ ცალკე პოლიტიკოსები, ცალკე  ე.წ.  ინტელიგენტები, რომ მაგით გვიდგას სული და მაგასაც როგორ ლანძრავო. კი არ ვლანძღავდი, არამედ ვახშობდი.  იგივე  ედუარდ შევარდნაძეც ძალიან მწარედ გამომეხმაურა, როცა პარლამენტის წევრი გახლდით.

– ბოლოს თვითონაც კარგად აკრიტიკებდა…

–საქმეც ეგაა. როცა მაილსის ჩამოსვლის წინააღმდეგ  გავილაშქრე, მაშინაც ძალიან გავეშებული დამესხნენ თავს.  ასევე გავილაშქრე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის, პაკისტანელი შადმან ვალავის წინააღმდეგ. მაშინ ვთქვი, რომ ერთი შადიმან  ბარათაშვილი არ ეყოფოდა საქართველოს, პაკისტანელი შადიმანები  რომ არ შემოესიონ–მეთქი? ამასთან დაკავშირებით მთავრობის საგანგებო სხდომაზე შევარდნაძემ გამაკრიტიკა.  საერთოდ, შევარდნაძე ამათთან შედარებით  მორიდებული კაცი იყო, არ უყვარდა თავისებური  თავდასხმები ინტელიგენციაზე. ინტელიგენციას ერიდებოდა, მით უმეტეს, პარლამენტის წევრიც ვიყავი. იმდენად მოულოდნელი და მკაცრი იყო ჩემი გამოსვლა,  რომ შევარდნაძემ  სასტიკად  გამაკრიტიკა მთავრობის სხდომაზე, პარლამენტის წევრი შარაძე თავისი გამოსვლებით  აფრთხობს ჩვენს მოყვარებსო.  როდესაც მას მოუწყვეს ე.წ. ვარდების რევოლუცია და ჩამოაგდეს, მერე იცოცხლე, მაილსიც ცუდი გახდა და სოროსიც, მაგრამ გვიანი იყო თითზე კბენანი.

–  ისე, მაინც როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ  სოროსი ბუშის წინააღმდეგ გამოდის ამერიკაში, მაგრამ ბუშის საქართველოში ყოფნის შემდეგ ჩამოდის თბილისში?

– სიმართლე გითხრათ, არ მსმენია, სოროსი რამეს წერდეს და წერა–კითხვა იცოდეს. ის ძალიან მწყრალად არის  წერა–კითხვასა და განათლებასთან. თავს კარგად გრძნობს „სჩიოტთან“.  მსოფლიო  ვალუტას ბირჟაზეე როგორ ათამაშებს და როგორ იგებს  ამ თაღლითობით მილიონებს, ამისთვის მას ძალიან სდევნიდნენ ამერიკაში დოლარის კურსის  გაუფასურებისთვის მსოფლიო  ბირჟაზე.

– თუმცა საქართველოსთან მიმართულებაში, როგორც ჩანს, ბუშისა და სოროსის პოზიციები ემთხვევა ერთმანეთს.

– საქმე ისაა, რომ  ორივეს ცალ–ცალკე უზარმაზარი  ფული აქვს დახარჯული. ბუშმაც ხომ აღიარა, 4 მილიარდი დავხარჯეო. ამას არასოდეს აღიარებდა.  ამერიკა ყოველთვის ხარჯავდა  და მთელ მსოფლიოს ათამაშებდა, მაგრამ ამას პრეზიდენტები არ ლაპარაკობდნენ.  მაგრამ რამდენადაც მოვკარი ყური, ბუშმა ხაზგასმით თქვა, საქართველო, უკრაინა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა 4 მილიარდი დამიჯდაო.

–  როგორ ფიქრობთ, რატომ თქვა ასე ღიად ბუშმა, რამდენი ფული დახარჯა საქართველოსა და სხვა ქვეყნებში?

– არ ვიცი, არ მესმის. როცა რაღაც ლოგიკას ვხედავ, მაშინ მესმის, მაგრამ ასე ულოგიკო სიტუაციაზე ვერაფერს ვიტყვი. სოროსი ცალკე აქეთ მილიონებს ყრიდა  შევარდნაძის ჩამოსაგდებად, ცალკე აქეთ დემოკრატებს  მხარს უჭერდა.

– თუმცა შევარდნაძის სკამის  შესანაჩუნებლადაც  არ დაუკლიათ ფულის ხარჯვა თავის დროზე.

– შეიძლება. ამდენი არ მსმენია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთვის კარგ  საქმეში რომ  არ დახარჯავდა ფულს, ფაქტია.

– ბატონო გურამ,  კაცს აქვს ფული და უნდა ვიღაცას დაეხმაროს და რატომ არის ეს მიუღებელი?

–  ფული რომ აქვს, გასაგებია, მაგრამ რატომ არ გაქვთ თქვენ ფული, ან რატომ არ მაქვს ფული მე? ჩემი წიგნები სიმაღლეზე რომ დააწყოთ, სოროსი ლილიპუტი გამოჩნდბა. მე  ორი გროში არ მაქვს, სოროსი კი – მილიარდერია.  საქმე ისაა, ფული საიდან აქვს.  ის ფულს შოულობს კაცობრიობის წინააღმდეგ თაღლითური მოღვაწეობით და კაცობრიობის ჩასაძირად.

– და კარგ საქმესაც ხომ ახმარს?

–  რომელ კარგ საქმეს? ფულს შოულობს თაღლითური გზით და ისევ თაღლითურ და ანტიკაცობრიულ საქმეებში აბანდებს იმ ფულს , რომ კიდევ ანტიკაცობრიული საქმეებით იშოვოს ფული.  ბუშს არ დავხვდი იმიტომ, რომ სანამ ის ჩამობრძანდებოდა, ჩემთან იყო ლონდონიდან ადამიანის უფლებათა  დამცველი სამი პიროვნება. მათ მკითხეს, ხვალ ბუშს ხვდებით?  მე რატომ უნდა დავხვდე ბუშს–მეთქი. იმიტომ რომ ამერიკის პრეზიდენტიაო.  ამერიკის მოსახლეობამ და მისმა ამომრჩეველმა საკუთარი პრეზიდენტი ხუთ  ამერიკელ სულელს შორის  დაასახელა, მე, ქართველი, გურამ შარაძე რატომ უნდა დავხვდე, თუ ისინი არ სეცემენ პატივს. რომ მცოდნოდა, ბუში დააკმაყობილებდა ჩემ მრავალწლიან მოთხოვნას, მაილსი გაეწვია და  მოეშორებინა ჩვენთვის,  რომელიც საქართველოს  აძულებდა ბუშსაც და ამერიკასაც, მაშინ მართლაც შეიძლებოდა  დავხვედროდი. თუმცა სატანამ  ბოლოს კუდი მაინც მოიქნია  და მაინცდამაინც ილია ჭავჭავაძის  სამშობლო კუთხეში, მაინცდამაინც ყვარელში გახსნა ბაპტისტურ–ევანგელისტური ეკლესია. ამით ჩაგვაფურთხა და ცინიკურად მიგვანიშნა, რომ თვით ილია ჭავჭავაძის  სამშობლოშიც კი გავხსნი ანტიმართლმადიდებლურ  რელიგიურ  ცენტრებსო. მაგრამ მაილსიც და სოროსიც საქართველოს დასქაცევად  მოდიან და მიდიან. კიდევ ერთხელ მინდა ქართველ ხალხს  მივმართო ამასთან დაკავშირებით. ვაფრთხილებდი, რაც ელოდა  ქართველ ხალხს  სოროსის ჰუმანისტობით და ჰუმანიტარული დახმარებებით.

– ისე, შევარდნაძის პოლიტიკიდან ჩამოცილებაც ხომ აუცილებელი იყო.

– სოროსმა რომ გააკეთა  თუ ქართველმა ხალხმა? ეს ქართველ ხალხს უნდა გაეკეთებინა და არა სოროსის მიერ  დაფინანსებული ვარდების  რევოლუციით იმაზე უარესი დაესვა ქართველი ხალხისთვს.  შევარდნაძის წასვლამდე ნახევარი წელი იყო  დარჩენილი. ეს იქნებოდა კარგი და არა 20–30 ლარით  და მილიონებით, რომელიც გარემოვაჭრეებს და წალენჯიხელებს  დაურიგეს. ეს არის სამარცხვინო, რომ ქართველი ხალხი სოროსის ფულზე  იყიდება.

– ბატონო გურამ, იმდენი ქენით,  რომ ლანა ღოღობერძეს სალომე ზურაბიშვილთან  საქმე გაუფუჭეთ…

– აქეთ მივდივარ… მეუბნებიან, სულ რომ აკრიტიკებ, აკრიტიკებ, ერთი კარგი საქმე ვერ გააკეთაო?  სხვათა შორის, მინდა ვთქვა, ძალიან მომწონს, იმ „ანდროპოვის ყურებს“ რომ ანგრევს; ძალიან მომწონს, ლევან ალექსიძე და ლევან ბერძენიშვილი რომ გამოაგდო ერთი თავისი მრჩევლობიდან, ხოლო მეორე –  პარლამენტის განათლებისა და  მეცნიერების  კომიტეტის თავმჯდომარეობიდან. ასევე ძალიან მომწონს, ლანა ღოღობერიძე  ელჩობიდან რომ გამოიწვია, რომელიც იქიდან ხან თითს გვიქნევს, ხან კიდევ წივის და კივის.  აქამდე ძალიან „ღირსულად“ ეჭირა ლანა ღოღობერიძეს თავი, დაწყნარებული და დამშვიდებული აქებდა და ადიდებდა პრეზიდენტს, ახლა კი ანჩხლი დედაკაცივით წივის და კივის ტელეეკრანზე სტრასბურგიდან.

– ბატონო გურამ, თქვენ არ ისურვებდით საფრანგეთის ელჩობას, რომ შემოეთავაზებინათ?

– ათი წელი პარლამენტში რომ ვიყავი, კალამი ხელიდან არ დამიგდია და რამდენიმე წიგნი დავწერე პარლამენტში ყოფნისას, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ დიდი დრო დავკარგე, მით უმეტეს, მე რომ პარლამენტში არ ვყოფილიყავი,  საქართველოს ეროვნულ განძს პარიზიდან და ჰარვარდიდან ვერ ჩამოვიტანდი. ამიტომ საფრანგეთის ელჩობა და დროის დაკარგვა მინდა მე ახლა?!

„ახალი თაობა“ N 142, 25 მაისი 2005

image_pdfimage_print

Comments

comments