სალომე ზურაბიშვილი ტოკიოს კიბერუსაფრთხოების ჯგუფს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი იაპონიის პრემიერ-მინისტრს შეხვდასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უმსხვილესი იაპონური კომპანიის (NTT) წარმომადგენლებს შეხვდა, რომელიც კომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მუშაობს.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო იაპონიის გამოცდილების გაზიარებას კომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, დაიგეგმა აღნიშნული მიმართულებით კერძო და სახელმწიფო დონეზე თანამშრომლობის განვითარება.

მათივე ცნობით, იაპონური კომპანია გეგმავს, ეწვიოს საქართველოს და ადგილზე შეისწავლოს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით შექმნილი ვითარება. კომპანია, წარმომადგენლობების მეშვეობით, საქმიანობას მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში ახორციელებს.

დღესვე  სალომე ზურაბიშვილიიაპონიის პრემიერ-მინისტრს სინძო აბეს შეხვდა. ამის შესახებ ზურაბიშვილი

„ვიზიტის დროს დავრწმუნდით, რომ საქართველო და იაპონია ძალიან მეგობრული ერები არიან, რომლებიც თანამშრომლობენ ვაჭრობაში, ტურიზმში და კულტურაში. ჩვენი ამოცანა ამ კავშირების გაძლიერებაა“, – დაწერა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“  სალომე ზურაბიშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments