ბათუმის ნავსადგურში ნატოს ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი შევიდა

ბათუმის ნავსადგურში ნატო-ს ორი სამხედრო ხომალდი შევიდასაქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) შევიდა, რომლის შემადგენლობაშიც არის საფლაგმანო ხომალდი – ITS VESUVIO (იტალია) და ხომალდი TCG AMASRA (თურქეთი). ბათუმის ნავსადგურში სტუმრებს საქართველოს შსს–ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ. ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს.

ვიზიტის ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ემზარ აბრამიშვილი ხომალდის მეთაურს, კაპიტან ალესანდრო ფალკონეს სანაპირო დაცვის ბაზაზე შეხვდება. პარალელურად, საკოორდინაციო შეხვედრები გაიმართება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ეკიპაჟსა და საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრებზე მხარეები 28-30 ოქტომბერს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი საზღვაო წვრთნების დეტალებზე შეთანხმდებიან.

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ვიზიტი საქართველოში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან არსებული წარმატებული საზღვაო თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და ალიანსის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის მორიგი დადასტურებაა.

image_pdfimage_print

Comments

comments