საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა

დაკავშირებული სურათისაქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს “პირველი არხის” ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა.

გათიშულია ასევე რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

დღეს დილიდან კიბერშეტევა რამდენიმე ქართულ ვებგვერდზე განხორციელდა. მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა წარწერით – მე დავბრუნდები (I’ll be back). საქართველოს შს სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

საქართველოში განხორციელებული მასშტაბური კიბერთავდასხმის მსგავსი ჯერ არ გვინახავს, – ეს განცხადება ტელეკომპანია „ბიბისისთან“ ინტერვიუში კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა, სურეის უნივერსიტეტის პროფესორმა ალან ვუდვორდმა გააკეთა.

„თავდასხმის მასშტაბი და სამიზნეები გვაძლევს საფუძველს, დავასკვნათ, რომ ის შეიძლება სხვა სახელმწიფოს მიერ იყო დასპონსორებული“, – ამბობს ვუდვორდი.

1tv.ge

image_pdfimage_print

Comments

comments