აჭარში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

წყალდიდობა აჭარაში-ის სურათის შედეგიაჭარაში უხვი ნალექის გამო, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში 30-31 ოქტომბერს 60-მდე გამოძახება დაფიქსირდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში სულ 60-მდე გამოძახება დაფიქსირდა. გამოძახებების უმრავლესობა ძირითადად ეზოებისა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვას შეეხებოდა. ძლიერი წვიმის გამო, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მეჯინისწყალი, რამაც ახლოს მდებარე ქუჩების დატბორვა გამოიწვია.

მეხანძრე-მაშველებმა ყველა გამოძახებაზე დროული რეაგირება მოახდინეს. შემთხვევის ადგილებზე მობილიზებული იყო როგორც მაშველთა, ასევე, პოლიციის ჯგუფები. მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი ტერიტორიებიდან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოქალაქეების გამოყვანა. ევაკუაციის პროცესში, სხვა საჭირო ტექნიკასთან ერთად, ჩართული იყო სამაშველო ნავი“, – აღნიშნულია  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

ასევე  აჭარაში  დაფიქსირდა მეწყერის ორი შემთხვევა და დაზიანდა ერთი ხიდი. შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, აჭარაში მდგომარეობა გაუმჯობესებულია. რამდენიმე ადგილას გრძელდება წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.

image_pdfimage_print

Comments

comments