რატომ არ ხსნის ხელისუფლება გურამ შარაძის მკვლელობას?

გურამ შარაძე-ის სურათის შედეგი 2012 –16 წლების საპარლამენტო არჩევნების წინ, ,,ქართული ოცნების” მხრიდან მსუყე სოციალური დაპირებებთან ერთად საზოგადოების ერთ–ერთი და უმთავრესი მოთხოვნა ე. წ. სამართლიანობის აღდგენა იყო. გახმაურებული მკვლელობები, რომლებიც ,,ნაციონალური მოძრაობის” დროს მოხდა და მათი გახსნა სუბიექტური მიზეზების გამო არ მოხდა, მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც გამოსაძიებელია. ერთ–ერთი ასეთი 2007 წლის 20 მაისს მომხდარი აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაა, რომელიც საქმეში არსებული უამრავი მტკიცებულების მიუხედავად კვლავ გამოუძიებელია…

      2020 წლის შემოდგომაზე ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთი დაძაბული და შეიძლება ითქვას საბედისწერო არჩევნების მოლოდინშია. სასწორზე კვლავ ქვეყნის მომავალი და არჩევანი ,,ქართულ ოცნებასა” და ,,ნაციონალურ მოძრაობას” შორისაა გასაკეთებელი. დიახ, მოქმედ ხელისუფლებასა და იმ რეჟიმს შორის, რომელიც ქართველმა ხალხმა დიდი ძალისმევის შედეგად გაისტუმრა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ გაისტუმრა პოლიტიკურ სანაგვეზე. მიზეზი კი ავად სახსენებელი კოჰაბიტაციაა, რომელიც ისევ და ისევ ხელისუფლებაში მოკალათებული წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების და მოქმედი მთავრობის წევრების წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ის 110  დისკი 181 საათიანი ჩანაწერით, რომელზეც  უამრავი ადამიანის პირადი ცხოვრება იყო ასახული, მათ კვლავ  შიშის ზარს სცემთ.

წერილის დასაწყისში უამრავი ქუჩაში დახვრეტილი ადამიანიდან გამოვარჩიეთ გურამ შარაძე, რადგან ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას შემდეგ საქართველოს არ ჰყოლია ისეთი ეროვნული სულიკვეთების ადამიანი, როგორიც ის იყო. გურამ შარაძე, რომ ,,ნაციონალური მოძრაობისთვის”დიდ თავის ტკივილს წარმოადგენდა ყველამ კარგათ ვიცით.  იმ პერიოდში ,,ავი” ენები ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ იგეგმებოდა ლევილის მამულის ინვესტორისთვის გადაცემა. სააკაშვილის ენაზე ,,ინვესტორისთვის” გადაცემა რასაც ნიშნავდა ყველამ კარგათ ვიცით. გურამ შარაძე არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა იმის გასხვისებას რაც ქართველ ერს  ეკუთვნოდა, ასევე არ დაუშვებდა ე.წ. მაჰმადიანი – მესხების საქართველოში ჩამოსახლებას, რადგან 1995–99 წლის პარლამენტში მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე იყო და მისთვის პრობლემას არ გურამ შარაძე-ის სურათის შედეგიწარმოადგენდა, იმის დამტკიცება რომ ე.წ. მაჰმადიან – მესხებს ქართველებთან და მესხებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. ეს და კიდევ უამრავი ფაქტი, რომელსაც აქ არ შევეხებით მეტყველებს იმაზე, რომ მაშინდელმა რეჟიმმა მის მოსაშორებლად მკვლელობა შეუკვეთა.

არ არის სწორი  მტკიცებით ფორმაში საუბარი, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი რაზე მეტყველებს, რომ მკვლელობის დღეს, როდესაც გურამ შარაძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო პოლიციაში შეტყობინება მისი ცხედრის აღმოჩენის შესახებ 20 საათსა 27 წუთზე შევიდა, მაშინ როდესაც ,,ალდაგის”კამერების მიხედვით მკვლელობის ოფიციალურ დროდ დადგენილია 20 საათი და 31 წუთი. უფრო მეტიც გურამ შარაძის მკვლელობამდე 20.30 წუთზე ტელეკომპანია ,,აჭარის საინფორმაციო” გამოშვება პირდაპირ ეთერში ამცნობდა მთელ ქვეყანას აღნიშნული პიროვნების მკვლელობას. ამის შემდეგ ყველამ ვნახეთ თუ როგორ მოიხადა სასჯელი მკვლელობაში ,,ეჭვმიტანილმა” ერთადერთმა პიროვნებამ გიორგი ბარათელმა, რომელმაც საპატიმრო 2017 წელს დატოვა. ოჯახს თავიდანვე არ სჯეროდა გამოძიების ვერსიის, რომ გურამ შარაძის მკვლელი, მისი შვილის მეგობარი და თანამშრომელი გიორგი ბარათელი იყი. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ფირის მიხედვით, კი რომელიც ყველამ ვნახეთ მკვლელი, რომელიც მსხვერპლს ესვრის, ნამდვილად არაა გიორგი ბარათელი.

მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა და ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა, გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ საგამოძიებო ორგანოს მის ხელთ არსებული ყველა სახის მტკიცებულება გადასცა, მაგრამ საქმის გასახსნელად ხელისუფლებას კეთილი ნება არ გამოუჩენია. რუსუდან შარაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იცის, თუ  ვინ მოკლა გურამ შარაძე და აღნიშნულ საქმეზე საკმარისზე მეტი მკიცებულებებიც აქვთ, თუმცა საქმეს მაინც არ ხსნიან.

,,ცხოვრებაში რა არ შემხვედრია, რა არ გადამიტანია, მაგრამ იმედი და ბრძოლისუნარიანობა არასდროს დამიკარგავს. არც ენერგია შემომლევია და არც მკვლელების მხილების სურვილი გამქარწყლებია…

Похожее изображениеარ დავღილვარ! ახლა?  ახლა ყველაფერი სულერთია!

კაცი რომელიც ლამის ღმერთკაცი მეგონა, ჩვეულებრივი მატყუარა აღმოჩნდა.

მე მეტი აღარაფერი შემიძლია. ყველამ ყველაფერი იცის, პროკურატურაში – მოწმეთა ჩვენებები, სხვა მტკიცებულებები – ყველაფერი დევს. უშიშროების სამსახურმა დეტალურად იცის, ვინ მოკლა გურამ შარაძე და ვინ იყო დამკვეთი. ამის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებებიც სუს-ს აქვს. იმ სუს-ს, მამაჩემის ერთ-ერთი მკვლელის – დათა ახალაიას ზონდერები რომ ხელმძღვანელობენ.

ერთი ადამიანის – ბიძინა ივანიშვილის ერთ სიტყვაზეა დამოკიდებული ჩემი ცხოვრება და მომავალი. ერთ კაცს – ბიძინა ივანიშვილს უნდა წამოსცდეს ერთი სიტყვა – გახსენით! და გახსნიან! ყველაფერთან ერთად, რა შეურაცხმყოფელია!”- აცხადებს რუსუდან შარაძე.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ 2012 წელს  ხელისუფლება ფორმალურად  შეიცვალა. ქვეყანაში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს კი ძალოვან უწყებებში მოკალათებული ,,ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი მაღალჩინოსნები და ,,კოჰაბიტირებული” ,,ქართული ოცნების” წევრები წყვეტენ.

უცხო არაა ის ფაქტი, რომ ,,ქართულ ოცნებას” ყოველი არჩევნების წინ ,,ნაციონალური მოძრაობა” ჰაერივით სჭირდება, ამ უკანასკნელს კი რეaნიმაციისთვის მოქმედი ხელისუფლება. ხალხი კი, რომელიც გახმაურებული საქმეების გახსნას ითხოვდა სანახაობის ნაცვლად პურს – 20 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებს. საარჩევნო ყუთთან კი ,,ნაციონალური მოძრაობის” მობრუნების შიშით, კვლავ კოჰაბიტირებულ ,,ქართულ ოცნებას” შემოხაზავს, შედეგად კი ე.წ. სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა, მხოლოდ მოთხოვნად დარჩება, თანაც დიდი ხნით!…

 ალექსანდრე მგალობლიშვილი

www.premiumi.ge

image_pdfimage_print

Comments

comments