SOS! – ვის რაში სჭრდება “სანტას კომპლექსი” 258 026 ლარად და ნაძვის ხე 998,072 ლარად?!

„სანტას კომპლექსის“ ესკიზი
“სანტას კომპლექსი”

როგორც ჩანს,  თბილისის მერიას ფული თავზე საყრელი აქვს, რადგან  ახალ–ახალ  ახირებებს იგონებს და რეალობაში მოყავს. მაგალითად, საახალწლოდ “სანტას კომპლექსის”  დადგმა მოიფიქრა და მის ასაშენებლად 258 026 ლარის დახარჯვას გეგმავს. ელექტრონული ტენდერი თბილისის მერიამ უკვე გამოაცხადა.

კომპლექსი 200 კვ.მ გართობის 2-სართულიან კონსტრუქციას უნდა მოიცავდეს, რომელშიც მოეწყობა თოვლის ბაბუას ოთახი, სახელოსნო, კინო ჩვენების სივრცე და სანტას სამზარეულო. კონსტრუქცია 20 დეკემბერს უნდა დამონტაჟდეს, მისი ექსპლუატაციის ვადა 25 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით განისაზღვრება, ხოლო დემონტაჟი 17 იანვრამდე უნდა მოხდეს.

ფული იქეთ იყოს, რატომ “სანტას” და არა “თოვლის ბაბუას” კომპლექსი? რატომ ანგრევთ ტრადიციულს და ნერგავთ უცხოს, არაქართულს ? პატიცვემულო ჩინოსნებო, ხალხის მიერ არჩეულნო, ტურისტების გახარებაზე უფრო ფიქრობთ   თუ ჩვენი,  ადგილობრივი ბავშვების? იმ ტურისტმაც გაიცნოს ჩვენი ძველებური, ტრადიციული და უნიკალური “თოვლის ბაბუა”.

Картинки по запросу საახალწლო განათება

თუ “სანტას კომპლექსი”  სიახლეა და აქამდე არ გვქონია,  ნაძვის ხემ რაღა დაუშვათ, თითქმის ყოველ წელს რომ ცვლიან?   2020 წელს თბისლისს ახალი ნაძვის ხით დაამშვენებს, თუმცა  ხეც არაა, რკინის კარკასი. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, იტალიურმა IDO SRL-მა მიიღო, რომელიც “თბილსერვის ჯგუფს”, 25 მეტრის სიმაღლის ალუმინის კონსტრუქციის ნაძვის ხეს მიაწვდის, წერს  bm.ge.

გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ნაძვის ხის ღირებულება 304,848 ევროს ანუ დღევანდელი კურსით 998,072 ლარს შეადგენს. მერიასა და კონტრაქტორს შორის ხელშეკრულება 25 სექტემბერს გაფორმდა.

ამავე  კომპანიასთან  კიდევ ორ ტენდერზე გააფორმდა ხელშეკრულება – 387,150 ევროს ღირებულების (1,267,529 ლარის) ხელშეკრულება “საახალწლო განათებული კონსტრუქციებისა და აქსესუარების შესყიდვისთვის”, რომელიც  30 სექტემბერს გაფორმდა და  137,512 ევროს ხელშეკრულება (450,214 ლარის), რომელსაც  ხელი 21 ოქტომბერს მოეწერა, რომელიც  „საახალწლო განათებული კონსტრუქციებისა და აქსესუარების შესყიდვას“ ითვალისწინებს.

Картинки по запросу нечего есть

სიმართლე უნდა ვთქვა, ცხოვრება ის ე გაჭირდა, ზოგიერთ თბილისელს საახალწლო სუფრაზე ხორციც სანატრელი ექნება და გოზინაყიც, და ალუმინის ნაძვის ხე რამდენად გაახალისებს ან “სნატას კომპლექსის” ნახვის სურვილი რამდენად ექნება, რთულად პროგნოზირებადი არაა…

ანა ბახტაძე

www.premiumi.ge

image_pdfimage_print

Comments

comments