“გარკვეული ჯგუფები რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსა და მთავრობას”

Картинки по запросу გიორგი გახარიასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გუშინ განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფოსა და ეკლესიაზე შეტევა  უწოდა.

როგორც  მან მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას აღნიშნა, გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ ქვეყნის წყნარი, მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ, ქვეყანას ზიანი მიაყენონ სხვადასხვა სახის პროვოკაციით.

რა თქმა უნდა, გარკვეული ჯგუფები, რომელთაც არ სურთ ქვეყნის წყნარი, მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ, სხვადასხვა სახის პროვოკაციებით ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ასეთი მცდელობა ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვნახეთ, როდესაც რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსა და მთავრობას. დღეს, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში. რა თქმა უნდა, ეს არის დაუშვებელი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიისა და სიმბოლო სახელმწიფოებრიობის და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ვერც სახელმწიფოში და ვერც ეკლესიაში მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ დააყენონ ჩვენი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

image_pdfimage_print

Comments

comments