“ჩვენი სიძლიერე ჩვენს ერთობაშია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან”

1416993338641964ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისასა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  აღნიშნა, რომ   საქართველოს  სიძლიერე მდგომარეობს აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულებაში, თანამიმდევრულობასა და მდგრადობაში“. 

თავდაცვის მინისტრის თქმით, უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე, საქართველო  თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესს განაგრძობს:

„ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო მოწოდებულია კიდევ უფრო გააძლიეროს ტრანსფორმაციის პროცესი, რათა ჩამოვაყალიბოთ უფრო ძლიერი, უფრო ეფექტიანი თავდაცვის სისტემა, გავაძლიეროთ ოპერატიული შესაძლებლობები და მივაღწიოთ მაქსიმალურ თავსებადობას ნატოსთან, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი.

მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი სიძლიერე ჩვენს ერთობაშია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს  სიძლიერე მდგომარეობს აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულებაში, თანამიმდევრულობასა და მდგრადობაში. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მომავალი თაობებისთვის ჩვენ შევქმნით უფრო სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ წელს მეცამეტედ იმართება. კონფერენცია ოთხი ინტერაქტიული სესიისგან შედგება. პირველ პანელზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილება. მეორე სესიის განმავლობაში მონაწილეები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე იმსჯელებენ. მესამე პანელი ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ დისკუსიას დაეთმობა, ხოლო მეოთხე სესიის მთავარი თემა საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა იქნება

image_pdfimage_print

Comments

comments