ავტობანზე სურამის, შორაპანისა და ზესტაფონის მონაკვეთებზე სავაჭრო სივრცეები მოეწყობა

Картинки по запросу თიხის ჭურჭელისაავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ჩქაროსნული ავტობანის ახალი მონაკვეთები დღეს არსებულ სავაჭრო ზოლებს გვერდს აუვლის, თუმცა იმისათვის, რომ ადგილობრივებისთვის შემოსავლის შენარჩუნება მოხდეს, კეთილმოწყობილი სივრცეების მოწყობა იგეგმება.

სურამის მონაკვეთზე სიცრცე დაეთმობა ნაზუქებს, შორაპანში თიხის,თუ ხის ხელნაკეთ ნივთებს, ხოლო ზესტაფონში ყავის კაფეები შენარჩუნდება.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროება“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ ესტონურ-ქართული საგზაო-სამშენებლო ფორუმზე გამოსვლისას.

ქართულ-ესტონური საგზაო-სამშენებლო ფორუმი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება.

image_pdfimage_print

Comments

comments