“არავის მივცემთ უფლებას, რომ გეიპროპაგანდა იყოს საქართველოში”–სანდრო ბრეგაძე

Похожее изображение„ქართული მარში“ ფილარმონიასთან 16:00 საათზე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლის მიზნით შეიკრიბება.

ორგანიზაციის ლიდერმა აღნიშნა , რომ ყველა კინოთეატრის ბლოკირებას გეგმავენ, თუმცა გამორიცხავენ ძალადობრივ დაპირისპირებას.

სანდრო ბრეგაძე საქართველოს მოსახლეობას ჰპირდება, რომ ფილმის პრემიერა არ შედგება.

„ამ ფილის ჩვენება არ მოხდება. ვიმოქმედებთ მშვიდობიანად. გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ პროვოკაციების შემოგდებას და ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას. ადამიანები, რომლებიც ამას აპირებენ, დარჩნენ სახლში. ჩვენ ვართ შიშველი ხელებით, მაგრამ გვაქვს მეთოდები, რომლითაც ჩავშლით ამ გარყვნილი ფილმის ჩვენებას. არ მივცემთ კინოს ადმინისტრაციას ფილმის ჩვენების საშუალებას. გავაკეთებთ ბლოკირებას, არ შევუშვებთ შენობაში. ეს არ იქნება ძალადობრივი გზით.

ვიქნებით ძალიან ბევრი. საპატრულო პოლიციას და არც ერთ უწყებას არ აქვს უფლება, მშვიდობიან დემონსტრანტს აუკრძალოს გამოხატვის ფორმა.  არავის მივცემთ უფლებას, რომ გეიპროპაგანდა იყოს საქართველოში. მივდივართ შიშველი ხელებით, ყოველგვარი ძალადობის გარეშე.  ვიქნებით კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გავაკეთებთ ჯაჭვს და სირცხვილის კორიდორს, რომლის გავლაც მოუწევს ფილმის მესვეურებს. მცირე ჯგუფი წავა სხვადასხვა კინოთეატრებსა და ბათუმშიც მოხდება ამ ფილმის ჩაშლა“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

„ქართული მარშის“ გარდა, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი 8 ნოემბერს ყველა იმ კინოთეატრთან მობილიზებას გეგმავს, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს.

მთავარი პროტესტის ობიექტად კი აქტივისტი კინოთეატრ „ამირანს“ ასახელებს. ფილმის ჩვენებას კიდევ ერთი ჯგუფი გააპროტესტებს. ბიზნესმენ ვასაძის მხარდამჭერები, რომლებიც ასევე პრემიერის ჩაშლით იმუქრებიან, ვერის ბაღში 16:00 საათზე, ბათუმში კი 17:00 საათზე შეიკრიბებიან.

image_pdfimage_print

Comments

comments