“გირჩის” წევრისთვის წესის აგების საკითხს სინოდის სხდომაზე განვიხილავენ

Картинки по запросу кадилоსამტრედიაში, ავტოავარიისას გარდაცვლილი  24 წლის შაკო ბარამიძე წესის აგების გარეშე დაკრძალეს.

როგორც მისმა ოჯახმა დღეს განაცხადა, ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან პოლიტიკური ორგანიზაცია “გირჩის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის მოლოდინში, რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისათვის წესის აგებაზე.

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა აცხადებს, რომ შაკო ბარამიძისთვის წესის აგებასთან დაკავშირებით სინოდზე იმსჯელებენ, წესის აგება კი დასაფლავების დღესაც, მეორმოცე დღეს და წლისთავზეც შეიძლება.

მეუფე საბას განმარტებით, „გირჩსა“ და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებში გაწევრიანება ეკლესიის სივრციდან ავტომატურად გასვლას ნიშნავს. 

„როგორც „გირჩმა“ გასცა ბრძანება შემდგომ, რომ ახალგაზრდა უკვე არ არის ჩვენი წევრი და ეკლესიამ წესი აუგოს, ეს უკუპროცესი ასე არ ხდება. საბუთის გაცემა, რომ ის აღარ არის ჩვენი წევრი, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის ეკლესიაში დაბრუნდა. ეკლესიაში დაბრუნებას თავისი წესი აქვს – ან სინანულით, სხვა ლოცვების წაკითხვით და ასე შემდეგ, ხდება ადამიანის ეკლესიის წიაღში მიღება. თუ ადამიანი ეკლესიის სივრციდან არის გასული, მისთვის ეკლესია ვერნაირ მსახურებას ვერ ასრულებს ეკლესიაში. რადგან დადასტურდა, რომ ახალგაზრდა ამ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული და მას ქონდა საბუთი, რომ ის არის გირჩის წევრი და მღვდელმთავარი, ამან შემიზღუდა შესაძლებლობა მისთვის წესი ამეგო”- განაცხადა მეუფე საბამ.

მისი თქმით, მან სიტუაცია ოჯახს აუხსნა და შეპირდა, რომ ამ საკითხს სინოდზე დააყენებდა.

უფრო ადრე „გირჩმა“ განაცხადა, რომ წინა კვირის სამშაბათს, ავტოავარიაში დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე. მათი მტკიცებით, ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

image_pdfimage_print

Comments

comments