საპენსიო ასაკს მიღწეული პედაგოგების პენსიაზე გასვლის მეორე ეტაპი იწყება

Похожее изображениеსაპენსიო ასაკს მიღწეული პედაგოგების პენსიაზე გასვლის მეორე ეტაპი იწყება.

მთავრობის მეთაურის თქმით, მეორე ეტაპის სრული დაფინანსება უკვე არსებობს. პრემიერ–მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პროექტის პირველი ეტაპი იყო წარმატებული და მასში 6 450-მა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.

„პროექტის მეორე ეტაპი 2019 წლის ბოლომდე დასრულდება. რამაც, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შეუწყოს განათლების სისტემაში როგორც ახალგაზრდა პედაგოგების გამოჩენას, ასევე ჩვენი ღირსეული და ღვაწლმოსილი მასწავლებლების შემდგომ პენსიაზე ღირსეულად გაშვებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც დაწყებული იყო ასევე იმ ძალზედ ეფექტურ, ღირსეულ და  წარმატებულ გუნდთან ერთად, გაგრძელდება უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რას სთავაზობს სახელმწიფო პენსიონერ პედაგოგებს, უფრო ვრცლად შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

image_pdfimage_print

Comments

comments