რუსული მედია –”ადრე თუ გვიან ქართველებს უკან დახევა მოუწევთ”

Похожее изображениеრუსული გამოცემა “კომსომოლსკაია პრავდა”ჟენევის დისკუსიებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა.  ერთერთ მთავარ საკითხად კი  წნელისში ქართველების საუშაგოს ასახელებს.

გაზეთის ინფორმაციით, ცხინვალში მკაცრად აკრიტიკებენ  ამჟამინდელ დე–ფაქტო ლიდერს ანატოლი ბიბილოვს,   დრო  დაკარგა და “საზღვრებზე” ბლოკპოსტები არ განათავსაო. არადა ყველა პრეტენზია მის წინამორბედს, ედუარდ კოკოითის ეკუთვნის, რომლის დაშვებულმა შეცდომებმა დღეს საქართველოსთან ურთიერთობების გაამწვავა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კოკოითიმ  საზღვრის დელიმიტაციის კომისია მხოლოდ 2009 წელს შექმნა, ხოლო სამუშაოს რეალურად  2010 –ში შეუდგა.

“ეს დრო კი საქართველომ მოიგო, დასავლეთის მხარდაჭერა მოიპოვა და კვლავინდებურად  თავდაჯერებულად იგრძნო თავი.  დაბნეულობა სულ გაუქრა და შედეგად  სასაზღვრო ზონაში არსებული მთელი რიგი ოსური სოფლები საქართველოს ტერიტორიაზე მოხვდა,  პროტესტის  მიუხედავად,  მოსახლეობა  ნათესავებთან და ისტორიულ სამშობლოსთან კავშირს მოწყვეტილი აღმოჩნდა.

კომისიის თავამჯდომარემ ბორის ჩოჩიევმა თავიდანვე განაცხადა, რომ საზღვრების დადგენისას  1984 წლის რუკებით ისარგებლებდა, თუმცა მეტად გამართლებული იქნებოდა 1922 წლის დეკრეტში მონიშნული საზღვრებით ხელმძღვანელობა, მაშინ, როდესაც შეიქმნა სამხრეთ–ოსეთის ავტონომიური ოლქი. თუმცა მთავრობაში მისთვის   შენიშვნა არავის მიუცია, ასეც წავაო.

უაზროა იმედის ქონა, რომ საქართველო წნელისის სასაზღვრო მონაკვეთს დათმობს. მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს პოლიტიკოსები პატრიოტობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, და არავინ წავა პოლიტიკურ თვითმკვლელობაზე.  თუმცა სიტუაცია არც ისე კატასტროფულია, როგორც მას ბიბილოვის მოწინააღმდეგები გვიჩვენებენ.  სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა ახლომდებარე სტრატეგიული სიმაღლეები დაიკავეს და ქართველ ძალოვნებს   უპირატესობათა დიდი ნაწილი წაართვეს.  ადრე თუ გვიან ქართველებს უკან დახევა მოუწევთ. ხოლო სამხრეთ–ოსეთის ყოფილი მთავრობის  რიგებში მყოფ პროვოკატორებს  – საკუთარ ქმედებესა თუ უმოქმედობაზე პასუხის გაცემა.”– წერს “კომსომოლსკაია პრავდა”.

kp.ru

image_pdfimage_print

Comments

comments