დღეიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ამოქმედდება

Картинки по запросу врачиროგორც უწყების მიერ გავრცელებულ პასუხში წერია, მიმდინარე რეფორმის დაგეგმვამდე სამინისტრომ ჩაატარა მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებული რისკებისა და სარგებლის საფუძვლიანი ანალიზი. როგორც სამინისტროში აცხადებენ, უწყებაში უკვე რამდენიმე თვეა მინისტრის ინიციატივით შექმნილია საკომუნიკაციო პლატფორმა, რომლის ფარგლებში სამინისტროს მაღალი თანამდებობების წარმომადგენლები ყველა დაინტერესებულ პირს ღიად ხვდებიან.

„ამ პლატფორმის ფარგლებში 4 თვის მანძილზე- 2019 წლის ივლისიდან ნოემბრამდე, 32 შეხვედრა გაიმართა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან. მათ შორის 6 შეხვედრა ჩატარდა ჰოსპიტალურ სექტორთან უშუალოდ ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, კიდევ უფრო მეტი შეხვედრა მინისტრის მოადგილეებმა გამართეს. აღნიშნულ ფორმატში ჰოსპიტალების ხელმძღვანელებს და სხვა წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა ღიად ესაუბრათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. უნდა აღინიშნოს, რომ არაერთხელ გამოითქვა მინისტრთან და მოადგილეებთან, კონკრეტული პირების მიერ ინდივიდუალური შეხვედრების გამართვის სურვილი, რაზეც მათ უარი ეთქვათ, რამდენადაც ეს ფორმატი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სამინისტროში დადგენილ კომუნიკაციის პრინციპს. მსგავსი პერსონალური შეხვედრები გათვლილია პირად ინტერესებზე და არა სამედიცინო სექტორის საერთო საჭიროებებზე. სამინისტრო მუდმივად აცხადებს მზაობას სხვა ნებისმიერი ფორმატით აწარმოოს კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან”- წერია სამინისტროს პასუხში.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ერთიანი უნივერსალური ტარიფების ამოქმედებით, პროგრამაში მონაწილე ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის სამინისტრო აღმოფხვრის მომსახურების ღირებულებაში გაუმართლებელ განსხვავებას.

„გარდა „ისტორიული მინიმუმის“ ფაქტორისა (უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების ადრეულ ეტაპზე პროგრამაში ჩართული მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი ფასების შენარჩუნება უცვლელად, მაშინ როდესაც პროგრამაში ახლად შემოსულ მიმწოდებლებს ჰქონდათ უფრო მაღალი ფასის წარმოდგენის შესაძლებლობა), საყურადღებოა ფასწარმოქმნის პრინციპის არაერთგვაროვნება (მ.შ. არაპირდაპირი ხარჯისა და მოგების წილი)”-აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

წერილს თან ერთვის კალკულაცია, სადაც მოცემულია კვლევების, მედიკამენტების, კვებისა და სხვა ხარჯების ტარიფები.

სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა დღეიდან ამოქმედდება. რეგულაცია შეეხება კარდიოქირურგიასა და რეანიმაციას.

image_pdfimage_print

Comments

comments