ბრაზილიელმა გილიათმა 150 სმ–ს სიმაღლის ქალი შეირთო ცოლად

ბრაზილიის ყველაზე მაღალმა მამაკაცმა, 28 წლის ჯოლისონ ფერნანდეს და სილვამ, რომლის სიმაღლე 234 სმ–ს შეადგენს, ცოლად 150 სმ–ს სიმაღლის ევემ მედეიროსი შეირთო. მსოფლიოს მასშტაბით სიმაღლის მიხედვით და სილვა მესამე ადგილზეა. თანაკლასელების დაცინვის გამო მან სკოლა მიატოვა და სახლში ჩაიკეტა, ხოლო როდესაც 21 წლის ასაკში მას ოპერაცია ჩაუტრადა და გიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნე მოაშორეს, მისი სიმაღლეში ზრდა შეჩერდა. თუმცა, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მას დღესაც უწევს მედიკამენტების მიღება. ოპერაციის შემდეგ და სილვამ გარე სამყაროსთან აღადგინა ურთიერთობა, სკოლა დაამთავრა. მას მარავალი მეგობარი და თაყვანისმცემელი გამოუჩნდა, რომელთა შორის ევემ მედეიროსიც იყო. “როგორც კი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ პირველივე დანახვიდან შემიყვარდა” – აღნიშნავს და სილვა. ახლო მომავალში ბრაზილიელი პარიზში, მაღალი ადამიანების კონფერენციაზე აპირებს გამგზავრებას.

image_pdfimage_print

Comments

comments