ვაშაძე:"შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა... საპროტესტო აქციები გაგრძელდება"


Картинки по запросу გრიგოლ ვაშაძეიმის მიუხედავად, რომ შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, ოპოზიცია მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზად არის.  როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, მართველი გუნდი შეხვედრაზე მხოლოდ იმიტომ მივიდა, რომ მოქალაქეების, ოპოზიციის და სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან სტრესს გრძნობდა, თუმცა კატეგორიული უარი თქვა იმ კომპრომისული შეთავაზების, რომელმაც ოპოზიციამ მოამზადა და 150-მა პარტიამ მოაწერა ხელი. 

„ჩვენ დავადასტურეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, თუ ამას მოინდომებენ ჩვენი მედიატორები და სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ მეორე რაუნდსაც დავესწრებით. არ მივცემთ არასოდეს ე.წ. „ქართულ ოცნებას“ და მართველ გუნდს იმის თქმის საშუალებას, რომ ოპოზიცია არ არის მზად საუბრისთვის.

ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები არიან შუამავლები, ამიტომ მათ არ შეიძლება, ჰქონდეთ რამე შემოთავაზება გარდა იმისა, რომ ყველას სურს, საქართველოში იქნებ დამკვიდრდეს ნორმალური პოლიტიკური კულტურა, როდესაც იდეოლოგიური განსხვავებები არ არის სამკვდრო-სასიცოცხლო მტრობის მიზეზი.

რაც შეეხება სამართლებრივ არგუმენტებს, ეს არგუმენტები მოსმენილი გაქვთ არაერთხელ ირაკლი კობახიძისგან ტელევიზიის მეშვეობით, სადაც მთავარი არგუმენტია, რომ არ მომწონს და ეს არ არის კონსტიტუციური. ის, რომ მორალური და პოლიტიკური ვალდებულება ჰქონდათ აღებული პროპორციული არჩევნების ჩატარების, რასაც ახალგაზრდების ჯანმრთელობა და კინაღამ სიცოცხლე შეეწირა, ამაზე არ საუბრობენ; ის, რომ ოპოზიციამ წინმსწრებად გადადგა კომპრომისული ნაბიჯი – ვთქვით, რომ კარგი, ვერ გაიტანეთ ან თქვენ თვითონვე ჩააგდეთ კონსტიტუციის შესწორება და არ იქნება პროპორციული არჩევნები, აგერ გთავაზობთ კომპრომისულ წინადადებას, რომელსაც არ სჭირდება კონსტიტუციის გადახედვა და გადასწორება“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, მისი თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

სასტუმრო „ბილტმორში“ „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დაახლოებით 6 საათს გაგრძელდა, რომელსაც ასევე  დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.