“შეგვპირდნენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს გამოუშვებენ, ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას”

gomelauriშინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკანონოდ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებენ.

მისი თქმით, სიტუაციას შედარებით ამარტივებს ვაჟა გაფრინდაშვილის პროფესია, რადგან საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ექიმის დაკავება მიღებული არ არის.

“ჩვენ გვაქვს კონტაქტი. ჩართულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. ხაზგასასმელია, რომ ეს ადამიანი არის ექიმი და არა მებრძოლი ან ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი. მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს გამოუშვებენ. თვითონაც უხერხულად არიან, დარწმუნებულები ვართ. რაც უნდა ცხელი ომი იყოს, ექიმის დაკავება მსოფლიოში არსად არ შეიძლება და უშვებენ. აქედან გამომდინარე, შეგვპირდნენ და გამოუშვებენ, ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

image_pdfimage_print

Comments

comments