ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო

avia, tvitmfrinavi, aero, ავია,ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განაცხადებით,  ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო, რასაც  დაემატა პოლიტიკური დაძაბულობა, რამაც კურსის დამატებით გაუფასურებას შეუწყო ხელი. 

ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დადგენილების პროექტზე საუბრისას გვენეტაძემ ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები მიმოიხილა.

„მიმდინარე წლის მარტიდან წლიური ინფლაცია მიზნობრივ სამ პროცენტზე მაღალი იყო და ნოემბერში შვიდი პროცენტი შეადგინა. წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერადი ფაქტორების გავლენას ჰქონდა ადგილი – აქციზის გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმის ფასები, ასევე, მომატებულია ფასები სურსათზე, რაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე ნაკლებადაა დამოკიდებული. ასეთი ტიპის ფაქტორებზე ცენტრალური ბანკები, როგორც წესი, არ რეაგირებენ, ვინაიდან მათი განეიტრალება მონეტარული ინსტრუმენტებით თითქმის შეუძლებელია. სექტემბრიდან ინფლაციის ზრდა დაჩქარდა, რაც მნიშვნელოვანწილად ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებამ და გაუფასურებულ ნიშნულის დიდხანს შენარჩუნებამ გამოწვია.

როგორც მოგეხსენებათ, ივლისში რუსეთის მიერ ავიაფრენების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებამ და სხვა შესაძლო ფორმალური თუ არაფორმალური სავაჭრო სანქციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი გააჩინა. შესაბამისად, სავალუტო შემოდინებების ფაქტობრივ შემცირებამდეც, ბაზარზე შემცირდა უცხოური ვალუტის მიწოდება, ხოლო მოთხოვნა გაიზარდა, რამაც კურსის მყისიერი გაუფასურება გამოიწვია – უფრო ადრე, ვიდრე ტურისტული შემოსავლები ფაქტობრივად დაიწყებდა შემცირებას“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

image_pdfimage_print

Comments

comments