
ჩინელმა მეცნიერებმა ქიმერული გოჭები შექმნეს, მათ უჯრედების ნაწილი პრიმატებისგან მიიღეს. პირველი შედეგი წარუმატებელი იყო – გოჭებმა დიდხანს არ იცოცხლეს, ასევე მათ დონორის უჯრედების სიმცირეც აღენიშნებოდა.
ოთხი ათასი რედაქტირებული გენის მქონე ებრიონიდან მხოლოდ ათი გოჭი დაიბადა. აქედან ორ მათგანს პრიმატის უჯრედები გულში, ღვძლში, ელენთაში, ფილტვებსა და კანში აღენიშნებოდა. თუმცა დონორის უჯრედების შეფარდება მაინც დაბალი იყო.
მეცნიერების მიზანი ღორების ორგანიზმში ადამიანური ორგანოების გამოზრდაა. თუმცა მანამდე კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ჩინეთში, როგორც მთელ მსოფლიოში, დონორული ორგანოების დეფიციტია და პეკინის ინსტიტუტის მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ პრობლემის გადაჭრას შეძლებენ.
შეგახსენებთ, 2017 წელს ესპანელმა ბიოლოგმა ხუან კარლოს ისპისუა ბელმონტემ ადამიანის და ღორის შეჯვარების ექსპერიმენტს ხელმძღვანელობდა. მან შეძლო ასეთი ქიმერის შექმნა, თუმცა, მოგვიანებით ეთიკური თვალსაზრისიდან გამომდინარე, ერთი თვის ემბრიონები გაანადგურა.