“უკეთესია, თუ გაფრინდაშვილის გარშემო ნაკლები პოლიტიკური აჟიოტაჟი იქნება”

abashidze11საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას ეხმაურება და აღნიშნავს,  რომ ბევრი გაკეთდა იმისთვის, რათა ეს შედეგი რაც შეიძლება სწრაფად დამდგარიყო. 

მისი განმარტებით, ექიმის დაკავების პირველივე დღეებიდან ხელისუფლებამ აამოქმედა ყველა საერთაშორისო ბერკეტი და გამოიყენა საერთაშორისო კონტაქტები, რათა შედეგი სწრაფად დამდგარიყო.

„მე ამ პრობლემის თაობაზე საუბარი მქონდა პრაღაში 28 ნოემბერს, მაქსიმალურად იყო გამოყენებული ჟენევის ფორმატი და ამას ვაკეთებდით ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე. თუ ახლაც ნაკლები პოლიტიკური აჟიოტაჟი იქნება, ჩემი აზრით, ეს იქნება სწორი მიდგომა.

ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი და უკეთესი იქნება, მშვიდი და საქმიანი მიდგომით ვიმოქმედოთ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და ვუსურვებ მათ ყოველივე საუკეთესოს მომავალ 2020 წელს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის მთავარი თემა იყო.

image_pdfimage_print

Comments

comments