თბილისის გარდა „ალილო“ სხვა ქალაქებშიც გაიმართა


Похожее изображениеსადღესასწაულო მსვლელობა “ალილო”  თბილისში 14:00 საათზე დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს შობა ორბელიანების სასახლესთან მიულოცეს, სალომე ზურაბიშვილი კი მათ საჩუქრებითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა, ხოლო  პარლამენტთან საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დეპუტატები დახვდნენ. „ალილო“ საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

ზუგდიდში ტრადიციული საშობაო „ალილო“ დადიანების ეზოში არსებული ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო. მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გაგრძელდა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში დასრულდა, სადაც საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა.

მსვლელობაში მონაწილეობა მოსახლეობამ, მრევლმა და სამღვდელოებამ მიიღო.„ალილოს“ მონაწილეებმა, მოხალისეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სპეციალურად მოწყობილ ურემზე ძღვენი დაალაგეს, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ.

ბათუმში საზეიმო მსვლელობა ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარიდან დაიწყო. შობის მახარობლები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გალობით გადაადგილდებიან და ადგობრივებსა და ქალაქის სტუმრებს დღესასწაულს ულოცავდნენ. გზადაგზა მათ მრევლი უერთდებოდა. ალილობის მონაწილეებს საჩურებს მოქალაქეები, კომერციული ობიექტები და სახელმწუფო სტრუქტურები გადასცს.

საშობაო მსვლელობა გაიმართა აგრეთვე გორში. ალილოში მონაწილეობას სასულიერო პირებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მრევლმა მიიღო. მეალილოელებმა ჯვრებით ხატებით და საშობაო საგალობლებით ქალაქის ქუჩები მოიარეს და მოსახლეობას ქრესტეშობის დადგომა ამცნეს და მიულოცეს. მსვლელობას ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და მას ატენისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია მიუძღოდა.

ტრადიციული საშობაო ალილო მოეწყო ყვარელშიც. ჯვარ-ხატებით ხელში და ნაკურთხი წყლით სასულიერო პირებმა, ქრისტეშობის მახარობლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ქალაქის ქუჩებში მსვლელობა გამართეს, შეგროვდა საშობა ნობათი და ტკბილეული, რომელიც მოგვიანებით გაჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა.

ალილოს მსვლელობას, რომელიც „ნეკრესის ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებითა და ნეკრესის ეპარქიის წინამძღვრის მეუფე სერგის ლოცვა-კურთხევით გაიმართა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეურთდნენ.