ქვეშეთი-კობის გზა, ხაზარაძე და სხვა "პატრიოტები"


სასამართლოდღეს  გამართულ ბრიფინგზე “ლელოს” ლიდერმა  მამუკა ხაზარაძემ  ანაკლიის პორტზე ილაპარა. მისი თქმით,   სახელმწიფომ არ გასცა 50 მლნ ლარზე გარანტია, რამაც პროექტი დააზარალა, ხოლო ამავე დროს ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტისთვის, რომელიც  რუსეთის ინტერესებს ემსახურება,  გაცილებით დიდი თანხა გაიღო.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკურად ქვეყნისთვის: აქ შეიქმნებოდა 10 წელიწადში 35 ათასი სამუშაო ადგილი. შემოვიდოდა 650 მილიონი დოლარის ინვესტიცია და 3 მილიარდი განზრახულებათა ოქმი გვქონდა აზიის განვითარების ფონდიდან. ანაკლია გახდებოდა კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში. ჩვენ გავხდებოდით ტვირთების გადამანაწილებელი მთელ მსოფლიოში, მთელ რეგიონში, ჩინეთის ჩათვლით.

არ გამოიჩინა სახელმწიფომ ნება და არ მოგვცა 50 მილიონის გარანტია, ამ დროს, სახელმწიფომ დააფინანსა ნახევარ მილიარდად ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტი. ეს არის ყაზბეგისკენ მიმავალი გზა, რომელიც პირდაპირ რუსეთის ინტერესში შედის. ნახევარ მილიონ ვალს ვიღებთ და ვდებთ პროექტში, რომლითაც ვაძლევთ კომფორტულად ტანკების შემოსვლის ახალ შესაძლებლობას ქვეყანას, რომელსაც 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. ნახევარ მილიარდს იღებს მაშინ, რომ ანაკლიისთვის 50 მილიონის გაღება არ სურდათ,“ – განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო ატარებს პოლიტიკას, რომ მთელი ვექტორი რუსეთისკენ წავიდეს.

„ეს არის პოლიტიკა, რომ ფული ჩადოს იმ პროექტში, რომელიც არც სამუშაო ადგილს ქმნის და არც ეკონომიკურ აღმავლობას ქმნის, უბრალოდ ეს არის ინტერესი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის. მე არცერთი გზის წინააღმდეგი არ ვარ, არანაირი მშენებლობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ წინააღმდეგი ვარ, როცა ქვეყანა იცვლის პრიორიტეტს, როცა ქვეყანა შლის უზარმაზარ პროექტს,“ – განაცხადა ხაზარაძემ.

“ლელოს” ლიდერის  პოზიციას უმალვე მოჰყვა კრიტიკა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მხრიდან.

გია ვოლსკის აზრით,  ხაზარაძემ ქვეშეთი-კობის გზასთან დაკავშირებით ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა.

„მამუკა ხაზარაძე იქცევა ანტისახელმწიფოებრივად და თავადაც ძალიან კარგად იცის. ტანკის მოასფალტებულ გზაზე სიარულის თემა დღის წესრიგში არ დგას, ეს კარგად იცის.  იცის, რომ რუსულ კომპანიას სთავაზობდა კონსორციუმის საქმიანობაში ჩართვას. კარგად იცის, თავისი ვალდებულებები შეუსრულებელი აქვს. იცის, რომ პოლიტიკურ ფარდას ამოეფარა მაშინ, როდესაც სერიოზულ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი. დღეს ცდილობს, რაღაც სკანდალური თემები წამოწიოს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ არ სჭირდება მოასფალტებული გზა, თუ აგრესია გადაწყვიტა კონკრეტულმა ქვეყანამ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Похожее изображение

ხაზარაძის გზავნილი არც ოპოზიციის ნაწილმა მოიწონა. კერძოდ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ამ გზის მშენებლობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი რომან გოცირიძე კი გზის პროექტს სარისკოს უწოდებს.

ანტისახელმწიფოებრივია თუ არა ხაზარაძის პოზიცია, ზოგადად მეორეხარისხოვანია. ის, რომ ბიზნესმენს  პატრიოტული  განზრახვა არ ამოძრავებს, დღესავით  ნათელია. არც “ოცნება–ნაციონალების”  რიგებში მდგომ ლიდერებს  უძგერს გული  სამშობლოს სიყვარულის ნოტაზე. სიცრუვის დეტექტორზე რომ გავატაროთ ყველა ჩვენი პოლიტიკოსი,  ტექნიკა ვერ გაუძლებს ასეთი სიმძლავრის ფარისევლობას და მწყობრიდან გამოვა.

ცხრა კილომეტრიანი  გზის მშენებლობა იმდენად არასასურველი და მიუღებელია  ადგილობრივი მოსახლეობისთვის, იმდენად საშშიში და გამანადგურებელია ეკოლოგიისთვის და ისტორიულ–კულტურული ძეგლებისთვის, სიტყვებით ვერ აღწერ. მაგრამ მთვრობამ არად ჩათვალა არც  მთიულების პროტესტი,  არც გეოლოგების და ეკოლოგების დასკვნები. როგორც ხედავთ, ოპოზიციამაც მხარი აუბა მმართველ გუნდს, რაც მართლაც  ფარულ, მხოლოდ “კოჰაბიტისტების” ჯგუფისთვის ცნობილ მიზნებზე მეტყველებს.

 ამიტომ კობი–გუდაურის გზის მშენებლობის თემას სავაჭროდ ნუ გაიხდიან ჩვენი “ძვირფასი ლიდერები” და ქულების დაწერისთვის სხვა ხერხები მოძებნონ.

ანა ბახტაძე