რუსეთის დელეგაციის ვიზიტის საკითხი კანონმდებლობის თანახმად გადაწყდება

Похожее изображениеრუსეთის დელეგაციის საქართველოში შესაძლო ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით მიიღებს. 

„ხაზგასმით აღვნიშნავ – საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერავინ აუვლის. ჩვენ ვიქცევით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თუ საქართველოს კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებებს ვასრულებთ. თუ არ გვაძლევს, მაშინ მივდივართ ჩვენს პარტნიორებთან, ვუხსნით მათ და რაღაც გამოსავალს ვპოულობთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერი კონგრესმენების წერილების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ორი სახელმწიფოს ბუნებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობს, ამიტომ თბილის და ვაშინგტონი ნებისმიერი სირთულის პრობლემაზე იმსჯელებენ და მოაგვარებენ მათ.

„სტრატეგიულ პარტნიორებს შორის წერილებით ურთიერთობა არ უნდა მიმდინარეობდეს. ეს ჩვენი შეცდომაა, მათი შეცდომაა, რა მნიშვნელობა აქვს ამას? მთავრი არის აქ რა? რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს სტრატეგიული ურთიერთობა და ეს გამომდინარეობს ბუნებრივი ინტერესებიდან როგორც საქართველოსი, ასევე შეერთებული შტატების. სხვა ყველაფერი არის პირობითი მოვლენები, რასაც ჩვენ ერთად, სტრატეგიული პარტნიორები, რა სიმძიმის კითხვებიც არ უნდა გვქონდეს, დავჯდებით და მოვაგვარებთ“, – აღნიშნა გახარიამ.

რუსეთის დელეგაციის საქართველოში შესაძლო ვიზიტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გახდა.

სალომე ზურაბიშვილს სხდომაზე რუსეთის წარმომადგენელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა მიმართა. მან თქვა, რომ გაზაფხულზე ევროპის საპარლამენტო ასამბლეა უნდა გაიმართოს საქართველოში თუმცა გაიხსენა გასული წლის 20 ივნისს მართლმადიდებელი ქვეყნების კონგრესის ფარგლებში ჩამოსული რუსეთის დელეგაციის წევრის ცემის ფაქტი გაიხსენა და თქვა, რომ მაშინ სალომე ზურაბიშვილმა ეს არ დაგმო და განაცხადა, რომ საქართველო საშიში ქვეყანა ხდება არა მხოლოდ პოლიტიკური, რელიგიური, ეროვნული უმცირესობების მიმართ, არამედ პარლამენტარებისთვისაც.

ამის საპასუხოდ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ საქართველოს არ მოსწონს რუსეთის გაცხადებული პოლიტიკა, „საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც უკრძალავს საქარველოს ტერიტორიაზე შემოსვლას იმ პირებს, რომლებიც მათი ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

image_pdfimage_print

Comments

comments