"რეზონანსი" – თბილისი 1,2 მლნ ადამიანზეა გათვლილი და მოსახლეობის სიჭარბეს ვეღარ უძლებს


Картинки по запросу "თბილისი"თბილისში, ქაოსურმა ურბანულმა განაშენიანაებამ არაერთი პრობლემა შექმნა. ეს ეხება, როგორც ქალაქის გამტარ უნარიანობას, განაშენიანებას, ასევე მიწისქვეშა კომუნიკაციებს და წყალმომარაგებას. დედაქალაქის კომუნიკაციები არ არის გათვლილი მოსახლეობის ამ რაოდენობაზე. საბჭოთა კავშირის დროს, თბილისის ბოლო გენერალური გეგმით, 1,2 მლნ ადამიანს უნდა ეცხოვრა, თუმცა ამისათვის მაშინაც არ მომხდარა შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა. ახლა კი მოსახლოებამ მკვეთრად გადააჭარბა ამ ოდენობას.

თბილისში, ივნისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე, სადაც წყალმომარაგების დაზიანებული მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა, მეორე დღეს წყალმა ისევ ამოხეთქა. ჟვანიას მოედანზე, კერძოდ, მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის გაჟონვის გამო გზა ჩაინგრა და დაიტბორა საცხოვრებელი სახლის სარდაფებიც. მაშინ მერის მოადგილე, მაია ბითაძემ სწორედ ეს დაასახელა მთავარ პრობლემად და თქვა, რომ ინტენსიური მშენებლობების გამო, გრუნტის წყლებმა გამორეცხა ქუჩების ქვედა ნაწილი.

გარდა წყლისა, პრობლემაა გაზის და კანალიზაციის მილებიც. თბილისის გადავსებული საკანალიზაციო კოლექტორები და ფეკალური წყლით დატბორვის საფრთხის წინაშე რომაა, სპეციალისტები ხშირად საუბრობენ. რეალურად, რამდენ ადამიანზეა გათვლილი დედაქალაქის საკუმუნიკაციო ქსელები, რამდენად აქვს გაფართოების რესურსი და რამდენს იტევს, ამ კითხვებით, ,,ბიზნეს-რეზონანსმა” სპეციალისტებს მიმართა.

ურბანისტი, ლადო ვარდოსანიძის თქმით, დედაქალაქში მხოლოდ მშენებლობის ტემპმა იმატა და არაფერი გაკეთებულა ქსელების განვითარებისათვის. სპეციალისტის თქმით, განსაკუთრებით პრობლემური წყალმომარაგება და კანალიზაციაა. დიდი დატვირთვის გამო კი ხარვეზები უფრო და უფრო ხშირად იჩენს თავს.

,,ეს ნამდვილად ძალიან საინტერესო საკითხია. აბსოლუტრუად კონკრეტული უნდა იყოს თანაფარდობა განაშენიანებასა და ინფრასტრუქტურის ნაწილებს შორის. აქ იგულისხმება, გაზმომარაგება, ელექტროქსელები, რაც შედარებითი ადვილია. უფრო რთულია წყალმომარაგება და კანალიზაცია.

უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ დედაქალაქში რატომღაც არ ცდილობენ გადაწყვიტონ, წყალმომარაგების სტრატეგიული ამოცანა. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში, ადგილობრივმა ინჟინრებმა ქალქს შესთავაზეს იდეა, დღევანდელი წალკის მუნიციპალიტეტიდან წყლის წამოღებისა, ეს იყო მიზეზთა გამო ძალიან სწორი და მეტიც, ბრწყინვალე იდეა. რადგან ის ისაზრდოებდა თრიალეთის წყაროებით და წყლის ხარისხი იქნებოდა უმაღლესი და მაქსისმ 11-12 გრადუსის. აქვე, ეს იქნებოდა თვითდინებადი სისტემა და მოამარაგებდა, დედაქლაქს, რუსთავს, გარდაბანს, მარნეულს და სხვა, სააგარაკე უბნებს. ეს უნდა ყოფილიყო გენგეგმაში ჩადებული, როგორც 5-წლიანი პროექტი.

რაც შეეხება კანალიზაციას, აქ უფრო მძიმედაა საქმე, რადგან ავარიულია და ცუდად მოქმედებს, ე.წ. რეგიონული კოლექტორი, ჟინვალი-მცხეთა-თბილისი-რუსთავი და გარდაბანი. გამწმენდი ნაგებობა იქ იყო გათვალისწინებული. ცხადია, განაშენიანება, რომელიც დღეს არის, ვერ იქნებოდა გათვლილი იმდროინდელ კომუნიკაციებზე, რომელიც არ შეცვლილა.

ავადსახსენებელ საბჭოთა კავშირში იყო იმპერატიული პირობა, არამც და არამც მშენებლობის დაპროექტების ნებართვასაც კი არ გაძლევდა ქალაქი, თუ შენ არ მიიტანდი გამანაწილებლებისაგან ნებართვას. ეს არის სწორი გზა.

თბილისში, ბოლო დროინდელი საბჭოთა გენგეგმით, რომელიც დამტკიცდა 1970-იან წლებში, მოსახლეობა უნდა ყოფილიყო 1 მლნ 250 ათასი. მიზანი იყო ასეთი და ასე უნდა განვითარებულიყო ქსელებიც. ჩვენ მოვუმატეთ მშენებლობას და არაფერი გაგვიკეთებია, ინფრასტრუქტურის და კომუნიკაციების განვითარებისათვის”, – განუცხადა, ვარდოსანიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს”.

რა პრობლემებია თბილისის ქვეშ და არის თუ არა შესაძლებელი მათი მოგვარების გარეშე მიწის ზემოთქალაქის განვითარება? ამ თემაზე საქართველოს ტექნიკური პროფესორ ნუკრი ნაცვლიშვილი ამბობს, რომ – არა!

“სად გადმოვა კანალიზაცია, თუ ოცსართულიან სახლს დადგამ იქ, სადაც ადრე ორსართულიანი შენობა იყო? მას ათჯერ მეტი ხარჯი ექნება და უკვე არსებულ კოლექტორში რომ ჩავა საყოფაცხოვრებო წყალი, ცხადია, რომ ის კოლექტორი ვეღარ გააატარებს. შესაბამისად, საჭიროა ოპერატიულად გადალაგდეს სისტემა. თუ ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში არ ჩაიდო მიწისქვეშა კომუნიკაციების განვითარების საკითხი, რათა გაიზარდოს მათი გამტარუნარიანობა, მომავალში ძალიან მძიმედ გვექნება საქმე.

ამ პროცესში აუცილებელია მეცნიერების ჩართვა, მათ გარეშე ზუსტად ვერავინ გათვლის მილების დიამეტრს. მათ უნდა გასცენ რეკომენდაციები, სად არის შესაძლებელი ახალი მშენებლობები და რა გავლენას იქონიებს ისინი არსებულ სისტემებზე. გენგეგმაში კი ზოგადი პრინციპები უნდა ჩაიდოს.

ამას გარდა, აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის ზონირებაც დაწნევის მიხედვით. ნორმებით, ერთ მილსადენში ექვს ატმოსფეროზე მეტი წნევის გატარება არ შეიძლება. ახალი ზონა უნდა გააკეთო, თუ მეტია წნევა. როგორც მტკვრის მარჯვენა, ისე მარცხენა სანაპირო, რადგან თბილისი ხეობაშია განფენილი, ზონირებულია. რადგან ჭარბი დაწნევა იწვევს ჟონვებსა და დანაკარგებს”, – აღნიშნა “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას ნუკრი ნაცვლიშვილმა.

“რეზონანსი”