საქართველოს მოქალაქეები ირან-აზერბაიჯანის ჩაკეტილი საზღვარიდან ჩამოიყვანეს

Картинки по запросу "иран азербайджан граница" საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის  თქმით, მთავრობამ ირან-აზერბაიჯანის ჩაკეტილ საზღვარზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანა და საკარანტინო დაწესებულებაში მოათავსა.

მოქალაქეებს საქართველოს საზღვარზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები დახვდნენ. მათ ადგილზე შესაბამისი შემოწმება გაიარეს და სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით საკარანტინე დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„საქართველოს მთავრობამ შესაბამის ქვეყნებთან გამართული აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანსა და ირანს შორის საზღვრის დაკეტვის გამო რჩებოდნენ ირანის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული პროტოკოლის დაცვით, შესაბამისი ტრანსპორტით საქართველოში ჩამოიყვანა“, –  განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული 44 წლის საქართველოს მოქალაქე კაცია, რომელიც იტალიიდან პირველ მარტს ჩამოვიდა. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

image_pdfimage_print

Comments

comments