Freedom House-ის წლიურ ანგარიშში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

Image result for freedom house georgiaამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. მასში საქართველო კვლავაც ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნადაა მიჩნეული, მაგრამ შარშანდელთან შედარებით მისი მდგომარეობა ორი პუნქტით არის გაუარესებული (61 პუნქტი 63-თან შედარებით).

ანგარიშში განსაკუთრებით გაკრიტიკებულია რუსეთი. იგი კვალიფიცირებულია არათავისუფალ და ავტორიტარულ სახელმწიფოდ, რომელშიც რეალურ ოპოზიციას არჩევნებზე არ უშვებენ და დევნიან საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს.

ორგანიზაცია, რომელსაც ვაშინგტონში უდევს ბინა, აღნიშნავს, რომ სამოქალაქო უფლებების თვალსაზრისით ვითარება გლობალური მასშტაბით უარესდება ზედიზედ მე-14 წელი.  ამჟამად დადებითი დინამიკის მქონე ქვეყნების რაოდენობა ორჯერ ნაკლებია, ვიდრე იმათი, რომლებშიც დემოკრატიის პრინციპებიდან უკუსვლა შეინიშნება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ისეთი „ავტორიტარული ქვეყნების“ გვერდით, როგორებიცაა რუსეთი და ირანი, კრიტიკას იმსახურებენ ასევე უფლებებისა და თავისუფლებების ტრადიციული დამცველები, მათ შორის დემოკრატიული ქვეყნები – აშშ და ინდოეთი. Freedom House-ის შეფასებით, იქ ამჟამინდელი ლიდერები საკუთარი პოპულისტური მიზნების მისაღწევად მზად არიან უგულებელყონ არსებული პრინციპები და ნორმები, უმცირესობების უფლებები და მათი მოქმედებების კრიტიკოსები.

Freedom House-ი არათავისუფალ კატეგორიაში აქცევს 49 ქვეყანას.  ათ ყველაზე უარესს შორის არიან თურქმენეთი და ტაჯიკეთი. იმათ შორის, რომლებმაც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია, უფლებადამცველთა აზრით, არის ჩრდილოეთი მაკედონია. ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს დადებით სიგნალებს უკრაინისა და სომხეთის მხრიდან.

რადიო თავისუფლება 

image_pdfimage_print

Comments

comments