დღეს ჟიული შარტავას 76 წელი შეუსრულდებოდა

Картинки по запросу "ჟიული შარტავა"დღეს  საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა. მას 76 წელი შეუსრულდებოდა.

„ჟიული შარტავას ვაჟკაცობა და ღირსება ჩემში განსაკუთრებულ ემოციას იწვევს. ის ჩემთვის არის სახელმწიფო მოღვაწის მაგალითი, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით და საკუთარი ხალხისადმი ერთგულებით, რომელმაც როგორც ერთმა რიგითმა ჯარისკაცმა, თავი გასწირა სამშობლოსათვის. პატივს მივაგებ მის ხსოვნას. ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს მას“, – აღნიშნა პრემიაერმა “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე.

1992 წელს ჟიული შარტავა აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად რუსთავის მაჟორიტარული ოლქიდან. მალე მას მოუწია უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო დავალების შესრულება — 1993 წლის 18 ივლისს აფხაზეთში გახურებული სამხედრო მოქმედებების დროს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა ედუარდ შევარდნაძემ ჟიული შარტავა სრულიად მოულოდნელად ფრონტის წინა ხაზზე გააგზავნა და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა.

ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად (გურამ გაბესკირია, რაულ ეშბა, ვახტანგ გეგელაშვილი, მამია ალასანია, ალექსანდრე ბერულავა და სხვები) დახვრიტეს სეპარატისტებმა. სიკვდილის შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

image_pdfimage_print

Comments

comments