ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტობის მეხუთე შანსი ეძლევა

Картинки по запросу "putin"როგორც ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმაში გამოსვლის დროს  განაცხადა, მომდევნო  არჩევნებისთვის საპრეზიდენტო ვადების განულება შესაძლებელია, თუმცა შესაბამის ცვლილებას საკონსტიტუციო სასმართლომ უნდა დაუჭიროს მხარი. დაწესებული შეზღუდვის მოხსნას უკვე დაუჭირა მხარი რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ. 

შესაბამისად, ვლადიმერ პუტინს, რომლის საპრეზიდენტო ვადას უფლებამოსილება 2024 წელს ეწურება, ამ პოსტზე  მეხუთედ კენჭისყრის უფლება ექნება.

პუტინის თქმით, რუსეთს ძლიერი საპრეზიდენტო ვერტიკალი სჭირდება, რათა ქვეყნის სტაბილურობა უზურნველყოფილი იყოს. ამიტომ  „ალტერნატიული სახელმწიფოებრივი მოწყობის დანერგვა, ისეთის, როგორიცაა საპარლამენტო რესპუბლიკა, განვითარების ამ ეტაპზე რუსეთში დაუშვებელია“.

ცვლილებების ინიციატორი „ედინაია როსიას“ დეპუტატი ვალენტინა ტერეშკოვა გახდა. მან კონსტიტუციაში საპრეზიდენტო ვადებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა მოითხოვა, რაც მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვადებს გაანულებს. ინიციატივის მხარდაჭერის შესახებ ფრაქცია „ედიანაია როსიას“ დეპუტატებმა განაცხადეს, ინიციატივის გაჟღერების შემდეგ კი სათათბიროში მათ განსახილველად თავად პუტინი მივიდა.

თავად ვლადიმერ პუტინიც  2024 წლის არჩევნებისთვის საპრეზიდენტო ვადებისგანულების ინიციატივის მომხრეა.

rbc.ru

image_pdfimage_print

Comments

comments