ტურიზმის სექტორი გადასახდებს გადავადების საშეღავათო პირობებით გადაიხდის

თბილისიიდღეიდან, ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდის გადავადებით სარგებლობა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შესაბამისი განაცხადის (ელექტრონული ფორმით) წარდგენით იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს, შესაძლებლობა ეძლევათ დეკლარირებული ვალდებულების გადახდა გადაავადონ 4 თვით მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე. კერძოდ, განთავსების ობიექტებზე (სასტუმრო, ჰოსტელი, გესტჰაუსი და სხვა განთავსების ადგილები) ტუროპერატორებზე, ტურისტების სატრანსპორტო მომსახურებაზე, ტურისტების კვებაზე, ტურისტების გართობის ობიექტებზე და სხვა.

შეღავათი შეეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარაციებს, რომელთა წარმოდგენაც განხორციელდება მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში. აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილ დეკლარირებულ დავალიანებაზე არანაირი იძულების ღონისძიება არ გატარდება, ხოლო შესაბამის ნაწილში დარიცხული საურავი დაექვემდებარება ჩამოწერას, საშეღავათო პერიოდის დასრულებისთანავე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველები უნდა ეწვიონ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდს (www.rs.ge) , ასევე, მისწერონ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ მეილზე (info@rs.ge) ან ისარგებლოთ სატელეფონო ცენტრის მომსახურებით (2 299 299).

image_pdfimage_print

Comments

comments