საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება


mtavrobis-administracia-კანცელარიაახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა უკვე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება. პარლამენტი საგანგებო სხდომას დღესვე გამართავს.

სხვა შეზღუდვებთან ერთად, იკრძალება 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება. გიორგი გახარიას თქმით, შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს.

„მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განსაზღვრავს და განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით, შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.  საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.