მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემები არ ექნება

Почему нельзя покупать хлеб в магазинах? | LIFE-IS-LIFE | Яндекс Дзенგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პურის მწარმოებელი მსხვილი კომპანიების – შპს ,,პურის“ (იფქლი დიღომი) და „იფქლის“ საწარმოო სიმძლავრეებსა და არსებული მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო.

დღეისათვის კომპანიებში საკმარისი მარაგებია, წარმოების პროცესები შეუფერხებლად მიმდინარეობს და მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემები არ ექნება.

პროდუქციის მიწოდების უწყვეტად განხორციელებისთვის, პურის მწარმოებელი საწარმოები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. პროდუქციის რეალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.

საწარმოებში მაქსიმალურადაა დაცული დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუდმივ კომუნიკაციაშია სასურსათო ჯაჭვის ყველა რგოლთან, ყველა მწარმოებელთან, იმისთვის, რომ მომარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემები არ შეიქმნას და ძირითადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე, მათ შორის პურზე, ფასი შენარჩუნდეს.

image_pdfimage_print

Comments

comments