“თუ დავიცავთ ტაძრის ეზოში დისტანციას, წესები არ დაირღვევა”

 მამა ანდრია ჯაღმაიძე: გემიდან ...საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივნის მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ტაძრის ეზოში დისტანციის დაცვით 3 პირზე მეტის შეკრება წესების დარღვევად ვერ ჩაითვლება.

„როდესაც მაღაზიებთან რიგებს ვხედავთ, იქ ხომ არის 3 პირზე მეტი? ისინი იცავენ დისტანციას. დროში ხომ არაა შეზღუდული, რამდენ ხანს იდგებიან ისინი რიგში? ჩვენ თუ შენობაში არ ვიქნებით და დავიცავთ ტაძრის ეზოში დისტანციას, წესები არ დაირღვევა“, – აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი  თქმით, ტაძრების წინამძღვრებს სამი რეკომენდაცია მიეცათ.

„გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 4.00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის.

შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600).

გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები“, – წერია  დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

image_pdfimage_print

Comments

comments