დღეს კარგად ჩანს, რომ როგორც სახელმწიფო ვყალიბდებით – მაია ცქიტიშვილი

ის, რომ ეუთოში უკეთ კითხულობენ ჩვენს ...რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ წარმატებას ბევრ  სფეროში მიაღწია. 

„ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ამ წარმატებას არ ვაფასებთ. ალბათ ეს რთული დრო და ის მომავალი რთული დრო მოგვცემს საშუალებას, რომ გავიაზროთ ისიც, რომ ძალიან ბევრ სფეროში ჩვენ ნამდვილად გვაქვს წარმატება, როგორც ჯანდაცვის, თავდაცვის, სამართალდამცავი სისტემის მიმართულებით, რომლესაც ჩვენ სხვა დროს შესაძლოა არ ვაფასებდით. დღეს ეს წარმატებები ჩანს. დღეს ისიც კარგად ჩანს, რომ როგორც სახელმწიფო ვყალიბდებით, ყველა ის სტრუქტურა, რომელსაც აქვს თავისი როლი და ფუნქცია მისსავე სფეროში აკეთებს საკუთარ საქმეს.

სწორედ კოორდინირებული, ერთიანი შეთანხმებული მოქმედება, რომელიც პირველივე დღიდან იყო ჩვენი გუნდის ხელწერა, (ეს ეხება უკლებლივ ყველა რგოლს), ყველა სტრუქტურა მუშაობდა იმისთვის, რომ ჩვენ, პირველ რიგში, არ დაგვეშვა გლობალური პანდემიის დიდი გავრცელება საქართველოში.

ყველა ის ღონისძიება, რასაც ჩვენ ვატარებდით, იყო თანმიმდევრული, პრევენციული ხასიათის და ზუსტად ამ კოორდინირებულმა ქმედებამ მთელი გუნდის, მთელი „ქართული ოცნების“ და სახელისუფლებო გუნდის მუშაობამ, გამოიღო სწორედ ის შედეგი, რა შედეგიც უკვე თვალნათლივ ჩანს და გამოჩნდა ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვისაც. თუ ასე, ერთმანეთის გვერდით დგომას გავაგრძელებთ, ეს ჩვენი წარმატება იქნება“, – აღნიშნა  მაია ცქიტიშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments