Georgian Airways: აღდგომის დღესასწაულზე ისრაელიდან ცეცხლს ჩამოვიტანთ

Откуда берется благодатный огонь? Мнения верующих и скептиковაღდგომის დღესასწაულზე ისრაელიდან ცეცხლს ჩამოვიტანთ და დავაბრუნებთ იქ დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებსაც – ამის შესახებ imedinews-ს Georgian Airways-ის დირექტორიმა, რომან ბოკერიამ განუცხადა.

მისი თქმით, ხვალიდან თვითმფრინავი, რომელიც კორონავირუსის გამო ევროპაში ჩარჩენილ მგზავრებს ქვეყანაში დააბრუნებს, პატრიარქის ნაჩუქარი ხატით შეასრულებს რეისებს.

„დღეს პატრიარქმა Georgian Airways-ის სახელზე ნაკურთხი ხატი გვაჩუქა. ხვალ, 7 აპრილს ხატი უკვე აბრძანდება ჩვენს ბორტზე და იფრენს ყოველ იმ რეისთან ერთად, რომლითაც ჩამოგვყავს საქართველოს მოქალაქეები. 19 აპრილს, აღდგომის ცეცხლის ჩამოსატანად, ჩვენთან ერთად იქნება ორი საულიერო პირი, ჩამოვიტანთ ცეცხლს და ასევე დავაბრუნებთ ისრაელში დარჩენილ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ბოკერიამ.

imedinews.ge

image_pdfimage_print

Comments

comments