“ოქტომბერში ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები”

ირაკლი კობახიძე გადადგა – NEWS.GEირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებაზე ისაუბრა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე გაგრძელდება.

„თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ სათანადოდ მოვახერხებთ ოქტომბრის ბოლოს არჩევნების ჩატარებას და მანამდე შესრულდება ის შეთანხმება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. როგორც კი დასრულდება საგანგებო მდგომარეობა მაშინვე ჩვენ მაქსიმალურად სწრაფ ტემპში მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელზეც შევთანხმდით და ამის შემდეგ უკვე პოლიტიკური პარტიები გადავლენ საარჩევნო რეჟიმზე და ოქტომბერში ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში“, – აღნიშნა კობახიძემ.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. ამასთან, მხარეებმა ხელი მოაწერეს რეზოლუციას, რომლის თანახმადაც პოლიტიკას მართლმსაჯულებაზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს.

imedinews.ge

image_pdfimage_print

Comments

comments