თერჯოლის გამგებელმა მედიის წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელით შეეხო. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ გამგებლის კაბინეტში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტები თერჯოლაში “იეჰოვას მოწმეებსა” და მართლმადიდებელ მრევლს შორის მოსალოდნელ სერიოზულ დაპირისპირებაზე გავრცელებული ინფორმაციით დაინტერესდნენ და დეტალების გასარკვევად გამგებელს ეწვივნენ. გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ კაბინეტში, საინფორმაციო სააგენტო “ნიუპრესის”, “ქუთაისინიუსის”, “GNnews”-ის და “ქუთაისი თუდეის” ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელით შეეხო.
ჟურნალისტები თერჯოლის რაიონულ სამმართველოში არიან გადაყვანილი.

image_pdfimage_print

Comments

comments