ვინც სამსახური დაკარგა, ან უხელფასო შევბულებაშია, ფინანსურ დახმარებას მიიღებს

ლარიდაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, ექვსი თვის განმავლობაში, ჯამში 1 200 ლარს მიიღებენ.

„დღეის მდგომარეობით, ეს სქემა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე ზრუნვის მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, გამოიყურება შემდეგნაირად – დაქირავებით დასაქმებული ყველა ის პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაკარგა სამსახური, რომელიც ოფიციალურად მუშაობდა და დაკარგა სამსახური, აღარ აქვს სამსახური და ვეღარ იღებს ხელფასს, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან 1200 ლარის ოდენობით ექვსი თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად ასეთი ადამიანები მიიღებენ 200 ლარს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. ჩვენ გვესმის და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვეხმარებით თითოეულ მოქალაქეს 1200 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად 200 ლარის გაცემით“, – განაცხადა პრემიერმა.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ინდმეწარმეები მთავრობის დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ინდმეწარმეები, რომელებიც საშემოსავლო დეკლარაციას ავსებდნენ და თანამშრომლად იყვნენ გაფორმებული, დახმარების 6-თვიან პაკეტს მიიღებენ, თუ გაფორმებულები არ იყვნენ, მაშინ ერთჯერად დახმარებას მიიღებენ“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

image_pdfimage_print

Comments

comments