ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის მარიონეტია – დონალდ ტრამპი

Trump halts WHO funding, with world on edge over virus lockdownsაშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის მარიონეტია, ხოლო  მისი თქმით, ჩინეთმა მსოფლიოს კორონავირუსთან დაკავშირებით „უამრავი ცუდი და საშინელი რეკომენდაცია მისცა“.

ტრამპმა წერილით მიმართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს გებრეიესუსს და პირობა დადო, რომ თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 30 დღეში არ შეასრულებს აშშ-ის მოთხოვნებს, მაშინ ვაშინგტონი ორგანიზაციის დაფინანსებას საბოლოოდ შეწყვეტს.

აშშ ითხოვს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „პანდემიის დროს დაშვებული შეცდომები აღიაროს და რეფორმა ჩაატაროს, რათა ჩინეთზე დამოკიდებულება შეამციროს“.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ  აშშ-ში უახლოეს მომავალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებენ.

„მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა და კიდევ გაკეთდება, როგორც თერაპიის, ისე ვაქცინის კუთხით. მიღწეულია უზარმაზარი პროგრესი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კომპანია „მოდერნას“ მიერ ჩატარებული კვლევების დროს, ერთ-ერთმა ვაქცინამ ადრეულ ეტაპზე დადებითი შედეგები აჩვენა. კერძოდ, როგორც „ბიბისი“ წერს, პირველ რვა ადამიანს, რომლებიც „მოდერნას“ მიერ შექმნილი ვაქცინის კვლევაში მონაწილეობდნენ, აღმოაჩნდა ანტისხეულები, რომელთაც ვირუსის ნეიტრალიზება შეუძლია.

image_pdfimage_print

Comments

comments