26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

გააგრძელე საქართველოს ისტორია - 26 ...დღეს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.  1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ, ეროვნული საბჭოს სახელით ქართველ ერსა და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადება ამცნო.

ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე განაცხადა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

„102 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და ამ ნაბიჯით გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოს ისტორიაში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და მაშინ, სწორედ 26 მაისს პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია.

თითოეულ ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს თითოეულ თანამოქალაქეს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს მინდა, მივულოცო 26 მაისი, უდიდესი რწმენით, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას, წარმატებული სახელმწიფოს შექმნას“, – განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე განსაკუთრებთ მიულოცა დამოუკიდებლობის დღე ჯარისკაცებს, რომლების დღეს სამშვიდობო მისიებში არიან.

„მინდა, მივულოცო განსაკუთრებით თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც დღეს სამშვიდობო მისიებში ასახელებს ქვეყანას, რომელიც იცავს გლობალურ უსაფრთხოებას და ამით უდიდესი წვლილი შეაქვს თავსი სამშობლოს შემდგომ განვითარებასა და უსაფრთხოებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ყველა იმ ადამიანის შრომას, რომელიც ახალი პოლიტიკის ფარგლებში ქმნის მყარ საფუძველს ჯარის მაღალი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად.

„მინდა, აღვნიშნო ყველა იმ ადამიანის თავდაუზოგავი შრომა, რომელიც ჩვენთან ერთად, ახალი პოლიტიკის ფარგლებში ქმნის მყარ საფუძველს ჯარის მაღალი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად, ჯარისკაცებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად და დასაფასებლად, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და გასავითარებლად. ჯამში, თქვენ ყველას უდიდესი წვლილი შეგაქვთ ჩვენი სახელმწიფოს წარმატებულ მშენებლობაში“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მინისტრის თქმით, ჩვენი სახელმწიფოებრიობის წარმატება ყოველთვის დაკავშირებული იყო  ერთიანობასა და სიმტკიცესთან.

„კორონავირუსის პანდემიის ფონზე, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს უმთავრესი გამოწვევაა, საქართველოს პასუხი ერთ-ერთი ღირსეული და სანიმუშოაა. ჩვენი პროფესიონალი ექიმების, პოლიციელების, სამხედროების თავდადებით, ჩვენი საზოგადოების მაღალი თვითშეგნებითა და ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ეფექტური პოლიტიკით, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ უხილავ მტერს და კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვალთ ამ კრიზისიდან.

მინდა, კიდევ ერთხელ, განსაკუთრეუბლი მადლობა გადავუხადო ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს, თითოეულ სამხედრო ექიმს, საინჟინრო ქვედანაყოფების წარმომადგენლებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში ასრულებდით პროფესიულ სამსახურს და იდექით იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს სჭირდებოდა. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ღმერთი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს “,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments