29 მაისიდან დედაქალაქში მეტროს და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე ...საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განაცხადებით ,  29 მაისიდან დედაქალაქში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი გაიხსნება, ასევე აღდგება მეტროს მუშაობა. პრემიერის თქმით, მგზავრობისას აუცილებელი იქნება კონკრეტული წესების დაცვა, მათ შორის პირბადის ტარება.

„აუცილებელია პირბადის ტარება. ამაზე პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები“, -აღნიშნა გახარიამ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

რაც შეეხება საქალაქთაშორისო მგზავრობას, მისი მუშაობა  8 ივნისიდან აღდგება.

image_pdfimage_print

Comments

comments