ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – რუსეთის ქმედებები ძირს უთხრის რეგიონში სტაბილურობას

Заборы из проволоки
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის  ტომაშ პეტრიჩეკის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებები და რუსეთი ძირს უთხრიან რეგიონულ სტაბილურობას.

ჩეხი დიპლომატი უმსგავსობას უწოდებს იმას, რომ ორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ე.წ. ბორდერიზაცია და სხვა უკანონო ქმედებები გრძელდება.

„არ შემიძლია, არ გავიმეორო, რომ დე ფაქტო თანამდებობის პირები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე რუსეთში ძირს უთხრიან სტაბილურობას რეგიონში. უმსგავსობაა, რომ „ბორდერიზაცია“ და სხვა უკანონო ქმედებები გრძელდება „კოვიდ-19“-ის პანდემიის მიუხედავად“, – წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრიჩეკი.

image_pdfimage_print

Comments

comments